7 მაისს, 12:00 საათზე საქართველოს
ფეხბურთის ფედერაციის ახლად გარემონტებული შენობა გაიხსნება. ცერემონიალს
კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა, სფფ-ს
პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რეზი არველაძე
დაესწრებიან.
სფფ-ს ოფისი 2002 წელს აშენდა, თუმცა უკანასკნელი 8 წლის მანძილზე
საგრძნობლად დაზიანდა და გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს საჭიროებდა.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას თაოსნობით უმოკლეს ხანში
სრულად გარემონტდა შენობა.
პირველი საერთაშორიო რანგის ფიგურა, ვინც ახლად გარემონტებული შენობა
დაათვალიერა ფიფას ევროპის განვითარების პროგრამების მენეჯერი ევა პასკიე
იყო. იგი 4 მაისს ერთდღიანი ვიზიტით ეწვია საქართველოს და სფფ-ს
ხელმძღვანელობასთან სხვადასხვა სამუშაო შეხვედრები გამართა. პასკიეს
განცხადებით სფფ-ს ახალი შენობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფეხბურთის
ფედერაციების შენობებს შორის საუკეთესოა.
სფფ-ს პრესსამსახური