ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 21.11.2024, 11:34


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » მაისი » 29 » პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქუთაისში ტორპედოს სტადიონი გახსნა
13:08
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქუთაისში ტორპედოს სტადიონი გახსნა

დიდი ხანია ქუთაისში ასეთი ზეიმი არ ყოფილა. რიონისპირა ქალაქში დილიდანვე მთავარი თემა ახალი სტადიონის გახსნა იყო. სადაც არ უნდა წასულიყავი ყველგან ახალ სტადიონზე და "ტორპედოს" პერსპექტივებზე საუბრობდნენ.

გულშემატკივრებს მონატრებული ლეგენდების მოედანზე ხილვაც აინტერესებდათ და ვეტერანთა მატჩს არანაკლები ინტერესით მოელოდნენ. გივი კილაძის სახელობის რეკონსტრუირებული სტადიონის პრეზენტაცია 19.30 წუთზე იყო დაგეგმილი.

სტადიონზე ერთი საათით ადრე მივედი და ტრიბუნები უკვე გადაჭედილი დამხვდა. სტადიონის ირგვლივ, თითქმის ერთი კილომეტრის რადიუსში კი მანქანის დასაყენებელ ადგილს ვერ იპოვნიდით.

არენაზე მთელ ქართულ საფეხბურთო ელიტას მოეყარა თავი. ყველა საქართველოს პრეზიდენტის მოლოდინში იყო, რომელსაც ძირფესვიანად აღდგენილი სტადიონი უნდა გაეხსნა. მცირეხნიანი ლოდინის შემდეგ სტადიონზე მიხეილ სააკაშვილიც გამოჩნდა, რომელმაც სიმბოლურად სტადიონის ცენტში შეიტანა ბურთი და სტადიონი გახსნილად გამოაცხადა. შემდეგ კი "ტორპედოს" წარმატებები უსურვა. "თქვენ კარგად გახსოვთ, როგორი განადგურებული იყო ეს არენა.

დღეს კი თქვენს წინაშე ევროსტანდარტების თანამედროვე სტადიონია. ქუთაისში დიდი ფეხბურთი ბრუნდება. "ტორპედოს" ვუსურვებ, რომ ამიერიდან უმაღლეს ლიგაში გადასვილსთვის კი არა ჩემპიონობისთვის და ევროთასებზე წარმატებისთვის ებრძოლოს" - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გახსნის ცერემონიალის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ და საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტმა გია ფირცხალავამ პირველი ლიგის ჩემპიონი "ტორპედო-2008" ოქროს მედლებითა და თასით დააჯილდოვეს. ტორპედოელებმა გულშემატკივართა ოვაციების თანხლებით სტადიონს საპატიო წრე დაურტყეს და მალე მოედანზე თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" ვეტერანებიც გამოჩნდნენ.

"დინამომ" ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: რამაზ ურუშაძე, ვახტანგ ქორიძე, გოჩა ჩიქოვანი, გელა კეტაშვილი, სოსო ჭედია, მანუჩარ მაჩაიძე, თენგიზ სულაქველიძე, ოთარ კორღალიძე, თემურ ქეცბაია, ლევან ნოდია, დავით მუჯირი, მიხეილ ჯიშკარიანი, მურთაზ შელია, ვაჟა ჟვანია, ბადრი კვარაცხელია, გიორგი ჩიხრაძე, კახი გოგიჩაიშვილი. მწვრთნელი სერგო კუტივაძე.

"ტორპედოს" მაისურით კი შემდეგი ვეტერანები გამოვიდნენ: იური კვერნაძე, იუზა ლოსაბერიძე, გიორგი გვაძაბია, გიორგი გიგატაძე, გელა წიქარიშვილი, მამუკა ხუნდაძე, კახა კვეტენაძე, სოსო ფრუიძე, გიორგი სუხიაშვილი, მერაბ მეგრელაძე, როლანდ ფესტვენაძე, ვასილ შენგელია, იასონ ბზიკაძე, დავით რუხაძე, მამუკა მანაგაძე, გიორგი გოგიაშვილი, ზურაბ იონანიძე, დავით ჯანაშია, არჩილ ჩხაბერიძე. მწვრთნელები: გურამ ნიშნიანიძე, ჯემალ ხერხაძე, შოთა ოქროპირიძე. შეხვედრა, რომელსაც ჯამლეტ ხუხაშვილი თავისი კომენტარებით უძღვებოდა, საკმაოდ "არავეტერანულ" ტემპში წარიმართა.

ანგარიში ქუთათურებმა გახსნეს მე-5-წუთზე თავი ტორპედოელთა გასული საუკუნის 90-იანი წლების ბომბარდირმა მამუკა ხუნდაძემ გამოიჩინა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ, რომლის კონდიციებიც ალბათ ბევრ მოქმედ ფეხბურთელსაც შეშურდება მალევე აღადგინა წონასწორობა. 17-წუთზე კვლავ მასპინძელი ვეტერანები გავიდნენ წინ. გოლი კახა კვეტენაძემ გაიტანა. პირველი ტაიმის დასრულებამდე ოთარ კორღალიძემ გამოიყინა თავი და მეგობრული მატჩის პირველი ტაიმი მეგობრული ანგარიშით 2:2 დასრულდა.

სტადიონზე შეკრებილი ხალხი დარწმუნებული იყო, რომ როგორც ასეთ მატჩებს შეეფერება, ეს შეხვედრაც ფრედ დასრულდებოდა, მაგრამ დინამოელები ასე არ ფიქრობდნენ. . მეორე ტაიმში ქეცბაიამ და კორღალიძემ კიდევ ორი ულამაზესი გოლი გაიტანეს და "დინამო" 4:2 დაწინაურდა. მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე ვეტერანების ნაცვლად მოედანზე "ტორპედო-2008" გავიდა. ვეტერანი დინამოელები ახლგაზრდებსაც მედგრად დაუდგნენ და მათ გოლის გატანის შანსიც კი არ მისცეს. ეგ კი არა, ერთ ეპიზოდში დინამოელებმა 12 უზუსტესი პასი ისე გააკეთეს, რომ ახალგაზრდა ტორპედოელები ბურთსაც არ გააკარეს, რითაც ტრიბუნების გამაყრუებელი ოვაციებიც დაიმსახურეს.

საბოლოოდ მატჩი "დინამოს" ვეტერნათა გამარჯვებით 4:2 დასრულდა. მატჩის შემდეგ კი ცენტრალური სტადიონზე ულამაზესი ფეიერვერკები აინთო. სხვადასხვა რანგისა და თანამდებობის სტუმრებთან ერთად სტადიონზე "ვისოლის" მფლობელები ლევან და სოსო ფხაკაძეებიც გახლდნენ, რომელთაც გვერდს ცნობილი მწვრთნელი რამაზ მუმლაძე უმშვენებდათ. ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ამიერიდან "ტორპედოს" სწორედ აღნიშნული ბრენდი დააფინანსებს. რაც ჩვენთან საუბარში სოსო ფხაკაძემ დაადასტურა:

"მინდა რომ ეს იყოს ქუთაისის ”ტორპედოს" ბოლო მარცხი. ეს არის ლეგენდა რომელიც უნდა გაცოცხლდეს, ქუთაისის აქვს ძალიან დიდი საფეხბურთო ისტორია და რომელიც წარმატებით უნდა გაგრძელდეს. "ვისოლი" ძალიან ახლოს არის ქართულ სპორტთან. რამდენიმე წელია, რაც მსხვილ ინვეცტიციებს ვდებთ ქართულ სპორტში. დღეიდან კი გვერდში დავუდგებით "ტორპედო" ქუთაისს და ვიბრძოლებთ, იმისთვის, რომ "ტორპედო" იყოს წარმატებული გუნდი...რაც შეეხება ცვლილებებს, ამ ეტაპზე შევისწავლით ყველაფერს და ბიჭებთან ერთად სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ."

გია ფირცხალავა:
"დღეს ნამდვილი დღესასწაული იყო. ასეთი მონდომება რაც დღეს ქუთაისელ გულშემატკივრებში იყო კარგა ხანია არ მინახავს. "ტოპრედოს" გარკვეული პერიოდი უმაღლეს ლიგაში დაკარგული ჰქონდა ადგილი, წლეულს თავისი მონდომებით ძლიერთა შორის დაბრუნდა, ამას სტადიონის რეკონსტრუქციაც დაემთხვა და დარწმუნებული ვარ დღეიდან ქუთაისი თავის მდიდარ ტრადიციებს დაიბრუნებს."

მერაბ მეგრელაძე
:"ლამაზი თამაში იყო. გავიხსენეთ ახალგაზრდობა. შედეგის მიუხედავად ორივე გუნდი მოგებული ვართ, რადგანაც ამდენი გულშემატკივარის წინაშე კიდევ ერთხელ მოგვიწია მოედანზე გასვლა. ახალგაზრდობის წლები გამახსენდა, მართლაც სასიამოვნო განცდაა."

დავით ნამგალაური: "ქუთაისში ფეხბურთის განვითარებითვის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. ძალიან კარგად დაემთხვა, რომ "ტორპედომ" თავისი ძალებით უმაღლეს ლიგაში მოახერხა დაბრუნება და უკვე ახალ სტადიონზე, ახალი მფლობელის ხელში ეცდება დიდ წარმატებებს მიაღწიოს ეროვნულ ჩემპიონატში. დღეს მართლაც დიდი ზეიმი იყო. მოედანზე არაერთი წარმატებული და ლეგენდარული ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი ვიხილეთ. მათ შორის საქართველოს ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია, რომელმაც თავისი ბრწყინვალე თამაშით გაალამაზა ეს მატჩი. დარწმუნებული ვარ, რომ დღეიდან ეს ულამაზესი არენა კიდევ არაერთ დასამახსოვრებელ და საინტერესო შეხვედრას უმასპინძლებს."

მურთაზ ხურცილავა: ”მინდა ყველას მივულოცო. დღეს ქართული ფეხბურთის ზეიმია. ვუსურვებ ქუთაისს, "ტორპედოს" ყველა მატჩზე სწორედ ამ რაოდენობის გულშემატკივარი დასწრებოდეს!" ეს იქნება ქართული ფეხბურთის გამარჯვება. მიხარია, რომ ვუყურებ სავსე ტრიბუნებს. ქუთაისი ღირსია, რომ ძლიერი გუნდი ჰყავდეს!"

დავით კოხრეიძე ქუთაისიდან 

ნანახია: 961 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!