ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » მაისი » 25 » პალერმო მორჩა. ხაზზეა გერმანია?!
12:32 პალერმო მორჩა. ხაზზეა გერმანია?! |
სატრანსფერო სეზონი მოახლოვდა და იტალიურ ვებგვერდებზე ლევან მჭედლიძის თემა დაბრუნდა, პრინციპში ეს მოსალოდნელიც იყო. მჭედლიძე რომელიც ემპოლის ეკუთვნის და ამ სეზონის ბოლომდე "პალერმოში" იყო განათხოვრებული, ზაფხულში კლუბს რომ შეიცვლიდა ეს ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა. სერია A-ში სეზონი უკვე დასრულდა და "პალერმოში" მჭედლიძის საიჯარო კონტრაქტის ვადა უკვე ამოიწურა. ასე რომ ჩვენებური ისევ "ემპოლის" ეკუთვნის. -ეხლა ვნახოთ რა ინფორმაციები გაავრცელეს იტალიურმა წყაროებმა. როგორც "ემპოლის" პრეზიდენტი ფაბრიციო კროოსი ამტკიცებს მჭედლიძის შეძენა "რომას" მწვრთნელს სურს, მას მჭედლიძე ადრევე მოსწონდა და მის იუვენტუსში გადასვლაზეც იყო ლაპარაკი, მაგრამ მას შემდეგ რაც მჭედლიძემ იუვენტუსს გოლი გაუტანა ის მისი ნომერ პირველი სამიზნე გამხდარა, "ემპოლის" პრეზიდენტი კი ამბობს რომ თუ სათანადო შემოთავაზება იქნება ამ ტრანსფერს ხელს არ შეუშლის. ის ამბობს რომ მჭედლიძეს აქვს პოტენციალი, აქვს კლასიც მაგრამ ხასიათის სიმტკიცე და მოთმინება აკლია. -ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას სხვა ქვეყნებიდანაც იწვევენ მაგრამ მჭედლიძის აგენტი ყველას ურჩევს ივნისამდე მოითმინოს რადგან სავარაუდოდ ყველაფერი ივნისში გადაწყდება. -შეგახსენებთ რომ მჭედლიძის გადაბირება "ნაპოლს" სურდა მაგრამ "პალერმო" იყო წინააღმდეგი. "ნაპოლიმდე" კი წერდნენ რომ მჭედლიძის შეძენით თითქოს დორტმუნდის "ბორუსია" და "ჰამბურგი" იყვნენ დაინტერესებულნი
|
ნანახია: 921 |
დაამატა: Admin2
| რეიტინგი: 3.7/3 |
|
|
რეკლამა |
|
|
|