რუსეთის პირველი დივიზიონის წარმომადგენელ ვოლგას ქართველმა თავდამსხმელმა
ოთარ მარცვალაძემ სეზონის პირველი ნახევარი შეაფასა რუსული სააგენტოსთვის
მიცემულ ინტერვიუში და სპარტაკ–ნალჩიკთან თასის ეგიდით გასამართ მატჩზე
ისაუბრა.
– ოთარ, სეზონის პირველ ნახევარს როგორ
შეაფასებდით? მთელ გუნდს გვესმოდა, რომ ცუდი სტარტი
ავიღეთ, ამიტომ ორმაგი მოტივაციით ვთამაშობდით. საბედნიეროდ, ჩვენი და
მწვრთნელის მონდომებამ შედეგი გამოიღო და ახლა ყველაფერი რიგზეა, რაც
გულშემატკივრებს ძალიან ახარებს, ამიტომაცაა, რომ ჩვენს თამაშებს უამრავი
ადამიანი ესწრება.
– როგორ
ემზადებით სათასო დაპირისპირებისთვის? არაფერი
განსაკუთრებული არ ხდება, ჩვენთვის ეს ერთ–ერთი კალენდარული მატჩივითაა,
რომელშიც მოედანზე მოსაგებად უნდა გავიდეთ. ერთადერთი გამორჩეული მხარე
ისაა, რომ ნალჩიკელები პრემიერლიას წარმოადგენენ, რანგით მაღლა მყოფ
გუნდთან დაპირისპირება კი შენი ძალების გამოცდის საუკეთესო საშუალებაა.
fanebi.com
|