საქართველოს ნაკრებისა და გერმანული "აუსბურგის" მცველი ოთარ
ხიზანეიშვილი ერთ-ერთ სპორტულ გამოცემასთან თავის სამომავლო გეგმებზე
საუბრობს.
"კონტრაქტი მიმთავრდება "აუსბურგთან". ამ დრომდე ხელმძღვანელობასთან
მოლაპარაკება არ მქონია. რა თქმა უნდა, ჩემი სურვილია, დავრჩე გერმანიაში,
სადაც უკვე დიდი ხანია ვთამაშობ. თუმცა მაქვს შემოთავაზებები რუსეთიდან და
თურქეთიდანაც. რიმე კონკრეტულ შემოთავაზებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია,
რადგან სეზონი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
აქ ყველაფერი ისე ვერ აეწყო, როგოც მინდოდა. გასულ წელს ძალიან მიჭირდა,
როცა ჩემი ოჯახი საქართველოში იყო, ქვეყანაში კი ომი მძვინვარებდა, მე
ძალიან განვიცდიდი მათ გამო. ვერც მე გამოვავლინე ჩემი შესაძლებლობები.
მაგრამ ოპტიმისტი ვარ და ვიმედოვნებ, რომ მომდევნო სეზონში შევძლებ ჩემი
ძალების მაქსიმალურად წარმოჩენას კლუბსა და ჩემი ქვეყნის ნაკრებში", -
განაცხადა ფეხბურთელმა.
მირანდა სურმანიძე
goli.ge