ფეხბურთში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის
გათამაშების ფინალური მატჩი 26 მაისს, 14 საათზე ბორის პაჭაძის სახელობის
ეროვნულ სტადიონზე გაიმართება. თბილისურ დერბიში ერთმანეთს ს.კ. თბილისის „ვიტ ჯორჯია" და ს.კ. თბილისის
„დინამო" დაუპირისპირდებიან.
ამავე
დღეს თასის ფინალური
გათამაშების შემდეგ, საღამოს 20 საათზე საზეიმო ვითარებაში გაიხსნება
ქუთაისის „ტორპედოს" სტადიონი.
ამ
უმნიშვნელოვანესი მოვლენის აღსანიშნავად ქუთაისში ერთმანეთს
დაუპირისპირდება თბილისის „დინამოსა" და ქუთაისის „ტორპედოს" ვეტერან
ფეხბურთელთა გუნდები.
26 მაისის
საფეხბურთო ზეიმს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად
სიჭინავა, გენერალური მდივანი რევაზ არველაძე და პროფესიული ფეხბურთის
ლიგის პრეზიდენტი გია ფირცხალავა დაესწრება.
სფფ–ს
პრესსამსახური
|