საფეხბურთო კლუბ გაგრასა და ბაიას შეხვედრა,
ალექსანდრ ომელიანოვისა და ვასილ გრიგოროვიჩისთვის მიმდინარე სეზონში
საქართველოს ჩემპიონატში ბოლო შეხვედრა გახლდათ. ანატოლი პისკოვეცმა ორივე
მათგანი კიდევ ერთ უკრაინელ, მიკოლა ნაკონეჩნისთან ერთად ძირითად
შემადგენლობაში დააყენა. ნაკონეჩნი გაგრელთა მხრიდან საუკეთესო იყო და
მაღალკვალიფიციური ფეხბურთელი რომ არის, ეს მან გასულ ხუთ შეხვედრაშიც
დაამტკიცა. რაც შეეხება ომელიანოვსა და გრიგოროვიჩს... – ბაიასთან შეხვედრის შემდეგ, გუნდის სამწვრთნელო შტაბმა და
ცხადია, პირველ რიგში მთავარმა მწვრთნელმა ანატოლი პისკოვეცმა მიიღო
გადაწყვეტილება, ომელიანოვი და გრიგოროვიჩი გაეშვათ გუნდიდან. როგორც
ბატონმა პისკოვეცმა ბრძანა, ლეგიონერი ადგილობრივ ფეხბურთელს უნდა სჯობდეს
კიდევაც და გუნდის ლიდერადაც უნდა ჩამოყალიბდეს. ამ ორმა ფეხბურთელმა კი
მიცემილი შანსის მიუხედავად, ამის გაკეთება ვერ მოახერხეს და სამშობლოში
დაბრუნება მოუწიათ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ანატოლი პისკოვეცმა
განაცხადა, რომ იგივე ბედი ელის ქართველ ფეხბურთელებსაც, თუ ისინი დარჩენილ
შეხვედრებში არ დაამტკიცებენ თავის საჭიროებას გუნდისთვის. გრიგოროვოჩმა
გაგრას რიგებში ორი შეხვედრა გამართა - ვიტ ჯორჯისთან და ბაიასთან.
ომელიანოვმა კი ოთხ მატჩში ითამაშა – ვიტ ჯორჯიასთან, ზესტაფონთან,
ოლიმპთან და ბასიასთან. მიუხედავად იმისა,
რომ გუნდს უკვე თეორიული შანსიც კი აღარ დარჩა უმაღლეს ლიგაში ადგილის
შესანარჩუნებლად და პირველ ლიგაში დაქვეითდა, სამუშაო პროცესი ჩვეულ რითმში
მიმდინარეობს და საფეხბურთო კლუბი გაგრა დარჩენილ ოთხ შეხვედრას სრული
მობილიზებით, მონდომებით ითამაშებს და შეეცდება მნიშვნელოვანი ქულების
მოპოვებას, – განაცხადა ჩვენთან საუბარში გუნდის პრეს ატაშემ მიხეილ
აფხაზავამ. და კიდევ ერთი, ინტერნეტ
გამოცემა www.worldsport.ge-ზე დაიწერა რომ ანატოლი პისკოვეცის თავკაცობით
გაგრამ ბაიასთან პირველი ქულა მიითვალა, რაც შეცდომაა და ჩვენს კოლეგებს
გვინდა შევახსენოთ, რომ გაგრამ პისკოვეცის თავკაცობით მეორე ქულა მოიპოვა,
30-ე ტურში გაგრამ შინ ზესტაფონთან ფრედ ითამაშა. fcgagra.ge
|