ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » მაისი » 5 » ოლიმპი საქართველოს ჩემპიონია
19:34 ოლიმპი საქართველოს ჩემპიონია |
რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს XXI–ე ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული რუსთავის ოლიმპი გახდა. რუსთაველებმა ქვეყნის უდიდესი ტიტული თბილისის დინამოსთან შეხვედრაში დაისაკუთრეს, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრამ საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა და რაც მთავარია სტადიონზე ქომაგი მრავლად იყო მისული. გოლები გია კვარაცხელიამ და ალექსანდრე ჩიკვილაძემ გაიტანეს. მასპინძლებმა ანგარიში 35–ე წუთზე გაათანაბრეს, ხოლო დინამოელებმა 65–ე წუთზე შესძლეს წონასწორობის აღდგენა. მაშ ასე, საქართველოს ჩემპიონი რუსთავის ოლიმპი გახდა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის ოლიმპი მეორედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, პირველად 2007 წელს დაეუფლა უმაღლესი ლიგის ოქროს მედალს.
რაც შეეხება დანარჩენ მატჩებს, ლოკომოტივი – გაგრა, ფრედ 1:1 დასრულდა, სამტრედიამ მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა ცხინვალის სპარტაკი, ბაიასა და ბოლნისის სიონს შორის შეხვედრაში გოლი არ გასულა. 20.00 საათზე კი ზესტაფონში ძალზე საინტერესო მატჩი შედგება, ადგილობრივი ზესტაფონი თბილისის ვიტ–ჯორჯიას დაუპირისპირდება.
თორნიკე ცირამუა
|
ნანახია: 836 |
დაამატა: Admin2
| რეიტინგი: 5.0/2 |
|
|
რეკლამა |
|
|
|