ურეკის შეკრებიდან ”ოლიმპი” ახალი პრობლემებით
დაბრუნდა . ისედაც მწირი შემადგენლობის მქონე ჩემპიონს ტრავმებმა კიდევ 2
მოთამაშე გამოაკლო. პრაქტიკულად გამორიცხულია ყაზახების წინააღმდეგ
მცველების ლაშა ჯაფარიძისა და გიორგი რეხვიაშვილის თამაში. ამას დაუმატეთ
რეზო ჯიქია, თავდამსხმელი რომლისაც ძალიან ეიმედებოდა გუნდის
ხელმძღვანელობას და ალბათ ძნელი არაა იმის მიხვედრა, თუ რა მძიმე
სიტუაციაში იმყოფება თემურ მახარაძე , რომლის განკარგულებაშიც სულ 15
ფეხბურთელი დარჩა.
და ეს ყველაფერი მოწინააღმდეგის გაძლიერების ფონზე ხდება. ”აქტობემ” რამდენიმე წარმატებული ტრანსფერი
განახორციელა ,რომელთაგან გამოსარჩევია ორი, ტანმაღალი სერბი თავდამსხმელი
ივან პერიჩი და რუსული ”ვოლგას ” ნახევარმცველი მარატ ხაირულინი.
ხაირულინი ნიჟეგოროდულ კლუბში სწოერედ ”აქტობედან”
გადავიდა, რომლის შემადგენლობაშიც მას ყაზახეთის ჩემპიონობა 3 ჯერ აქვს
მოგებული და კარგად იცნობს ამ გუნდის სათამაშო ხელწერას.ხაირულინი ორივე
კლუბში შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა და მას შემოქმედ
ფეხბურთელად მიიჩნევენ, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ამ
ფეხბურთელს კარგი ფიზიკური მომზადებითაც გამოარჩევენ.
მოკლედ, აი ასეთი პრობლემებით დატვირთული რუსთავის
”ოლიმპი” 13 ივლისს ჩარტერული რეისით მიემგზავრება ხაზახეთის ერთ ერთ
ყველაზე რუსულ ქალაქში, ერთ ერთ ყველაზე რუსულ კლუბთან სათამაშოდ, რომლის
გულშემატკივარის 90% რუსები არიან და ... ადვილი წარმოსადგენია რა
წნეხის ქვეშ გავლა მოუწევთ ჩვენს ფეხბურთელებს, მაგრამ...
თავს არ მოიკლავს ქართველი არა, ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს... "ოლიმპის" პრესცენტრი
ჩვენი საიტი კი გაცნობებთ, რომ "აქტობე" - "ოლიმპის" შეხვედრას თურქ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება:
რეფერი - ბიულენთ ილდირიმი
თანამსაჯები - მუსტაფა ემრე ეისოი
სემ სატმანი
4 მსაჯი - ხაკან სეილანი
დამკვირვებელი - პატრიკ კელლი (ირლანდია)
უეფას დელეგატი - რობერტ სტერკსი (ბელგია)
|