ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 19.04.2024, 09:37


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 26 » ''ოლიმპის" ბიუჯეტი 1,5 მილიონი ლარია, გვჭირდება 2 მილიონი დოლარი
16:51
''ოლიმპის" ბიუჯეტი 1,5 მილიონი ლარია, გვჭირდება 2 მილიონი დოლარი
http://b.pix.ge/r/mncig.gif

რუსთავის ~ოლიმპის" ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ ჯაფარიძე ინტერვიუზე დაგვთანხმდა. სალაპარაკო კი ბევრი დაგროვდა – ~ოლიმპის" გამოსვლა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რამ გამოიწვია უკვე ტრადიციადქცეული რადიკალური საკადრო რევლუცია, რამდენია კლუბის ბიუჯეტი, რამდენი სჭირდება და ა.შ.

- ბატონო ზურაბ, სეზონი არასასიამოვნოდ დაიწყო – ~ოლიმპი" ევროთასებს კვლავ პირველ ეტაპზე გამოეთიშა.
- რა თქმა უნდა, ეს ძალიან საწყენი ამბავია, პირველ წრეში ჩარჩენა არავის სურს, მაგრამ აქ მეორე საკითხიცაა – შესაძლო მეტოქეებიდან ჩვენ ყველაზე ძლიერი გუნდი შეგვხვდა და ვერაფრით დაგეთანხმებით სტატიის იმ შეფასებაში, სადაც ყაზახეთის ჩემპიონი ~მალიარებად" მონათლეთ.

- გუნდების რეალური პოტენციალი პირველ ტაიმში გამოჩნდა, სანამ ჩვენს ბიჭებს ჯან-ღონე შესწევდათ, ყაზახები მიწაზე აფორთხიალეს და მათ ~ზიდანებს" ვერ ვუწოდებდი. პირადად მე, ~ოლიმპში" ბევრად მეტი რეზერვი დავინახე.
- რეზერვის ნაწილში მეც გეთანხმებით, რომ ამ შემადგენლობით ბევრად უკეთესი გუნდის უნდა გვყავდეს, მაგრამ რამდენად ვიყენებთ, ან რატომ ვერ ვიყენებთ, სხვა საქმეა.

ჩვენთან სეზონი დაწყებული არაა და შეუძლებელიც იყო, მოთამაშეები არა თუ ფორმის პიკში, სანახევროდ მომზადებულები მაინც ყოფილიყვნენ. თუმცა, პირველ ტაიმში ჩვენ ძალიან კარგი ფეხბურთი ვაჩვენებთ და გუნდით კმაყოფილი ვიყავი. გამოჩნდა, რომ თამაში შეუძლიათ და დავრწმუნდი წლეულსაც მშვენიერი შემადგენლობა შევკრიბეთ. თუმცა, ახალი გუნდია და მოუმზადებლობის გარდა, ~ოლიმპის" პრობლემა შეუთამაშებლობაცაა. ამ ყველაფერმა განსაკუთრებით მეორე ტაიმში იჩინა თავი და ბიჭებს მოსაგებად ჯანი აღარ ეყოთ.

საჭირო სახსრები დროულად ვერ მოვიძიეთ და სასურველი შეკრებები ვერ ჩავატარეთ. კიდევ კარგი, სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით კირკიტაძე დაგვეხმარა და ბანკიდან სესხი გამოვიტანეთ. თუმცა, სესხიც დაგვიანებით ავიღეთ.

- შეკრება რატომ ჩაგეშალათ და სად?
- საქართველოში დარჩენას არ ვაპირებდით, ორი შეკრება უცხოეთში დავგეგმეთ, გერმანიასა და ბელარუსში, მაგრამ ჩაგვეშალა. ამის გამო, მოსამზადებელი ეტაპი ურეკში ჩავატარეთ, რაც უცხოურის მსგავსად ნაყოფიერი ვერ იქნებოდა. ეს უსახსრობის გამო მოხდა.

- სახსრები რატომ არაა, ~ქართული ფოლადი" ხომ გეხმარებათ?
- მე ვამბობ, რომ საკმარისი სახსრები არაა, თორემ ~ქართული ფოლადი" და სამხარეო ადმინისტრაცია როგორ არ გვეხმარებიან. ვიმეორებ, სესხი დაგვიანებით ავიღეთ და უცხოეთში დროულად წასვლას ვეღარ ვახერხებდით. ურეკში კი სასურველი სპარინგ-პარტნიორები ვერ შევიგულეთ.

ამ ყველაფრის შედეგი მეორე ნახევარში გამოჩნდა, ბიჭებმა მთელი ენერგია პირველ ნახევარს დაახარჯეს.

- გასაგებია, რომ უცხოეთში მოსამზადებელი ეტაპი ჩაიშალა, მაგრამ კლუბი თხუთმეტმა ფეხბურთელმა რომ დატოვა, ეს ხომ ~ოლიმპის" გაწირვას ნიშნავდა..
- თქვენ გგონიათ, ჩვენთვის სულ ერთია, დაიშლებოდა თუ არა და გუნდი და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე როგორ გამოვიდოდა? ჩვენზე მეტად ეს არც არავის ადარდებდა და არც არავინ განიცდის.

- რომის პაპზე მეტ კათოლიკობაზე თავს არ დავდებ, მაგრამ შემადგენლობის ასეთი რადიკალური შეცვლა ძალიან საწყენი იყო. დარწმუნებული ვარ, გასული სეზონის შემადგენლობით, ~აქტობეს" აუცილებლად დაამარცხებდით.
- არასდროს მითქვამს, მაგრამ ახლა პირდაპირ გეტყვით: ბრაზილიელების დატოვება გვსურდა, მაგრამ ~ატლეტიკო პარანაენსემ" მათში დიდი თანხა მოითხოვა. ძალიან კი გვსურდა, აკინოს და ფრაგას შენარჩუნება, მაგრამ სამხრეთამერიკელების მოთხოვნას ვერაფრით დავაკმაყოფილებდით. კიდევ ვინ გაინტერესებთ? მე ყველაფერზე მაქვს პასუხი. სამწუხარო ისაა, რომ შემადგენლობას ვერ ვინარჩუნებთ.

- იმედაშვილს როგორ შეელიეთ?
- როგორ და ისევ და ისევ ჩვენი მწირი და აზერბაიჯანული კლუბის, ლენქორანის ~ხაზარის" დიდი ბიუჯეტის გამო. იმედაშვილმა რა პირობებიც მოითხოვა, იმას ვერ შევუსრულებდით. მე არ ვიცი, აზერბაიჯანელებმა იმედაშვილს რა გადაუხადეს, მაგრამ ~ხაზარი" ფეხბურთელებს 200 ათას დოლარს უპრობლემოდ უხდის, ჩვენ კი 60 ათასსაც ვერ ვთავაზობთ. მითხარით, ასეთი შეთავაზების შემდეგ, დათო ~ოლიმპში" დარჩებოდა? ან გასულის სეზონის შემადგენლობა როგორ შეგვენარჩუნებინა?! თორემ, რა დიდი გამჭრიახობა სჭირდება იმედაშვილი და წასულთა უმრავლესობა ~ოლიმპისთვის" დიდი ძალა რომ იყო.

- კი მაგრამ, 15 მოთამაშე ვერ შეინარჩუნეთ და არა ორი-სამი?!
- საერთოდ, იძულებითი დანაკარგი ფინანანსური მდგომარეობიდან გამიმდინარეობდა და საბოლოოდ, ასეთ რადიკალურ საკადრო ცვლილებებამდე მიგვიყვანა. ზოგიერთს თავად შეველიეთ, რადგან რეჟიმს არღვევდნენ.

- მაგალითად, ვის?
- წასული საქმეა და დაკონკრეტება არ ღირს.

- 14 ფეხბურთელი უკვე წასული იყო, როდესაც გელა ხუბუაც გაუშვით. არადა, ~აქტობესთან" მატჩამდე მარცხენა ფლანგზე სერიოზული პრობლემა შეგექმნათ, ჯაფარიძე დაიმტვრა, რეხვიაშვილი კი ბოლო მომენტში მომჯობინდა.
- ხუბუა უწესიერესი ბიჭია, გულიანად თამაშობს და გასულ სეზონში დიდი სამსახურიც გაგვიწია, მაგრამ ის ~ოლიმპის" ლიდერი არასდროს ყოფილა და როდესაც წასვლა მოითხოვა, არ შევეწინააღმდეგეთ. ისე, წასულების ნაცვლად ვიღაც ყიზილბაშები არ მოგვიყვანია.

- ამას ვერავინ იტყვის, სერიოზული ფეხბურთელები დაიმატეთ, მაგრამ ყოველ ნახევარ წელიწადში შემადგენლობის შეცვლა რა უბედურებაა? ისედაც ცხადი არ იყო, რომ შეუთამაშებელი შემადგენლობა ~აქტობესთან" თავის რეალურ ძალას ვერ გამოავლენდა და გუნდი გამოვარდებოდა?
- ყველაფერი დამოკიდებულია ფინანსებზე, როდესაც ამის საშუალება არ გაგაჩნია, რა უნდა ქნა? ჩემპიონი გუნდის მოთამაშეს ყოველთვის გამოუჩნდება მსურველი, რომელიც შენზე მეტს გადაუხდის. ესაა ჩვენი უბედურება.

- შეუძლებელია, ყოველ ნახევარ წელიწადში რომ არ შეიცვალოს გუნდი?!
- ამ ეტაპზე შეუძლებელი იყო და მოთამაშეები ამიტომ ვერ შევინარჩუნეთ. სასურველი თანხა რომ გვქონოდა, გერმანიასა და ბელარუსში შეკრებას მოვაწყობდით, ბელარუსში დაგეგმილ 5-6 სპარინგ-მატჩს გავმართავდით და ძალა 80-ე წუთამდე გვეყოფოდა და არა პირველი ტაიმის ბოლომდე. მსაჯობის საკითხებშიც პორბლემები გვექმნება: იქ ცრუ პენალტი დაგვინიშნეს, აქ ბოლქვაძის წაქცევისთვის ფეხბურთელი არ გაუგდეს და ჩვენი პენალტი არ დააფიქსირეს, ბედიაშვილმა მეორე გოლი გაუშვა და ა.შ.

- გასაგებია, რომ ევროტურინირზე მსაჯები ღარიბ კლუბებს ჩაგრავენ.
- რა თქმა უნდა, ჩაგრავენ. სხვათა შორის, მატჩის დელეგატმა ვიდეოჩანაწერი მოითხოვა, რადგან რუმინელი მსაჯით ძალიან უკმაყოფილო დარჩა. მოწინააღმდეგე ათი კაცით რომ დარჩენილიყო, არავინ უწყის, მერე რა მოხდებოდა. მოკლედ, ამ ეტაპის დასაძლევად საკმარისი სახსრები არ აღმოგვაჩნდა.

- თქვენი გათვლით, რამდენია საკმარისი თანხა?
- ორი მილიონი დოლარი და ამ ეტაპს გადავლახავდით.

- ამჟამად რა ბიუჯეტი გაგაჩნიათ?
- მილიონნახევარი ლარი. გული იმაზე დამწყდა, რომ ჩვენების რეალური შესაძლებლობა გამოჩნდა, მაგრამ მომზადება არასაკმარისი აღმოჩნდა და გამოვვარდით.

- გუნდს მოსამზადებლად ერთი თვე ჰქონდა და ამ პერიოდში მოთამაშეთა ფიზიკურად უკეთ მომზადება ურეკში შეუძლებელი რატომ იყო?
- იმიტომ, რომ ფიზიკურად ძლიერ მეტოქესთან ფეხბურთელი უფრო მეტად იტვირთება და უკეთ ემზადება. საქართველოში ოთხი საკონტროლო შეხვედრა გავმართეთ, მაგრამ ~ტორპედოს", ~სამტრედიას" და ფოთის ~კოლხეთს" ვარჯიში ახალი დაწყებული ჰქონდათ, ~გაგრა" კი მეორე შემადგენლობით გვეთამაშა. ყველა მოუმზადებელი იყო და შეხვედრებს სასურველი ეფექტი არ მოუცია. საერთოდაც, ძლიერ უცხოურ კლუბთან სპარინგი გვერჩივნა.

ვიმეორებ, ცუდი მოთამაშეები მართლა არ გვყავს. მათ ახალი სეზონისთვის 17-წლამდელთა ნაკრებიდანაც დაემატებიან და ვფიქრობ, პერსპექტიული გუნდი გვეყოლება.

- გუნდში სხვა ცვლილებები თუ არის?
- ~ოლიმპი" დავით გიგაურმა, გიორგი ხიდეშელმა და გრიგოლ დოლიძემ დატოვეს.

- ისედაც საკადრო პრობლემები გაწუხებთ და კიდევ სამ მოთამაშეს შეელიეთ?!
- გაშვება არ გვსურდა, მაგრამ ისინი დუბლიორების როლს შეეგუენ, რაც თავად მათთვის იყო ცუდი. ახლა კი სხვა კლუბებში თავის გამოჩენის საშულება მიეცემათ. მათთვისაც ასე აჯობებს. გვეყოლება 15-კაციანი ბირთვი, რომელთა გვერდითაც 17-წლამდელთა ნაკრების ბიჭები გამოცდილებას მიიღებენ, დაოსტატდებიან, გაიზრდებიან და მჯერა, დაგვეხმარებიან.

- ვინმე თუ დაიმატეთ?
- გიორგი ბერიაშვილის ამბავი უკვე გეცოდინებათ, ის უკვე ~ოლიმპის" ფეხბურთელია. დავიმატეთ ნიჭიერი უგულავა, თავდამსხმელი ზამირ ჯანაშია კი ისინჯება.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ნანახია: 829 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!