ხვალ დასრულდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის,
ნოდარ ახალკაცის სახელობის მესამე ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალი.
2000 და 2001 წელს დაბადებულ ბავშვებს შორის დღეს გაიმართა
ნახევარფინალური მატჩები. უფროს ასაკში მოულოდნელად დასრულდა
ნახევარფინალური მატჩები, სადაც ფავორიტები დამარცხდნენ. 35-ე
სკოლამ პირწმინდად დაჩაგრა სასომხეთის "მიკა", ქართველებმა ჩვენი მეზობლები
3:1 დაამარცხეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს. ფინალში ითამაშებს
თენგიზ სულაქველიძის აკადემიის გუნდი, რომელმაც 4:1 აჯობა "იმედს".
დღესვე, ტურნირში მონაწილე ბავშვებმა, თბილისის ფეხბურთის ფედერაციის
ხელმძღვანელებმა და მწვრთნელებმა ნოდარ ახალკაცის საფლავი მოინახულეს და
ყვავილებით შეამკეს. 2000 წელს დაბადებული ბავშვები:
ფინალი: თ.ს.აკადემია - 35-ე სკოლა
18:00 ეროვნული სტადიონი მატჩი მესამე ადგილისთვის:
მიკა - იმედი 11:40
ირაოს სტადიონი 2001 წელს დაბადებული ბავშვები:
ნახევარფინალური მატჩები: ნ.დინამო - ლოკომოტივი 3:0
ჩემპიონი - ოლიმპი 1:3 ფინალი:
ნ.დინამო - ოლიმპი 17:00 ეროვნული სტადიონი
მატჩი მესამე ადგილისთვის: ლოკომოტივი -
ჩემპიონი 10:50 ირაოს სტადიონი 2002 წელს
დაბადებული ბავშვები: ფინალი: ბაქსვუდი -
ბაია 16:00 ეროვნული სტადიონი
მატჩი მესამე ადგილისთვის: ავაზა - მორკინალი
10:00 ირაოს სტადიონი
|