ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 25.04.2024, 07:13


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » მაისი » 20 » მინი ფეხბურთში კავკასიის თასი 2010 გაიმართება
15:47
მინი ფეხბურთში კავკასიის თასი 2010 გაიმართება
21-23 მაისს, თბილისში "ახალგაზრდა კავკასიელთა საერთაშორისო კავშირის" ორგანიზებით გაიმართება ახალგაზრდული ტურნირი მინი-ფეხბურთში - "კავკასიის თასი 2010". ღონისძიება ტარდება თბილისის მერიისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის პატრონაჟით.

ტურნირში მონაწილე  გუნდები საქართველოში მცხოვრები 12 ეთნოსის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. ასპარეზობაში ერთმანეთს მე-X, მე-XI და მე-XII კლასელები შეეჯიბრებიან.

ქართველ, აფხაზ, ოს, სომეხ, აზერბაიჯანელ, ქისტ, ავარელ, ებრაელ, ბერძენ, რუს, ასირიელ და ქურთ მოსწავლეთა გუნდებს შორის გამარჯვებული და "კავკასიის თასის" პირველი მფლობელი 23 მაისს გამოვლინდება.საპრიზო ადგილების მფლობელთათვის და ნომინაციებში გამარჯვებულთათვის დაწესებულია ფასიანი პრიზები.

"ახალგაზრდა კავკასიელთა საერთაშორისო კავშირის" წევრები რეგიონიდან ჩამოსული თანატოლებისთვის სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებსაც გეგმავენ.ბავშვები ესტუმრებიან კინოთეატრ "საქართველოს", მთაწმინდის პარკ "ბომბორას" და დაათავალიერებენ თბილისის ღირსშესანიშნაობებს.

სპორტული ღონისძიების ბოლო დღეს ტურნირში მონაწილე ბავშვებს თბილისის მერია უმასპინძლებს.ორგანიზატორთა განცხადებით, ტურნირის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების დაახლოება და ინტეგრაცია. "ახალგაზრდა კავკასიელთა საერთაშორისო კავშირი" ექპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის ინიციატივით შარშან დაფუძნდა. ორგანიზაცია კავკასიის საკითხებით დაინტერესებულ სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის სტუდენტებს აერთიანებს.

"ახალგაზრდა კავკასიელები" სხვადასხვა სახის პროექტებს და ექსპედიციებს ანხორციელებენ. ორგანიზატორთა განმარტებით, ტურნირი "კავკასიის თასი" ყოველწლიურად გაიმართება და იგი გაცილებით ფართო მასშტაბებს მიიღებს. მომავალ წელს ასპარეზობაში სტუდენტებიც ჩაერთვებიან. ასევე იგეგმება კავკასიის ქვეყნებიდან საფეხბურთო გუნდების ჩამოყვა


 "კავკასიის თასი 2010"

სულ 12 გუნდი, 4 ჯგუფი, ჯგუფიდან გადის პირველადგილოსანი.

 21 მაისი 

I თამაშები:    15:00-15:45      
II თამაშები    15:50-16:35     
III თამაშები   16:40-17.25     
IV თამაშები    17.30-18.15     
V თამაშები     18:20-19:05      
VI თამაშები    19:10-19:55

22 მაისი

12:00-12:45   I ნახევარფინალური თამაში  (\"იაროზე\")  (45წთ)
12:50-13:35  II ნახევარფინალური თამაში  (\"ირაოზე\")  (45წთ)

23 მაისი    

12:00-12:45 მატჩი მესამე ადგილისათვის (45 წთ)  

12:50-13:35 ფინალი (45 წთ)

ტურნირის საზეიმო გახსნა 21 მაისს 14:00 საათზე.
მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 37 ა. სპორტ-კომპლექსი "ირაო".
საკონტაქატო პირი: ქეთევან ლომაია 8 99 508355 
ნანახია: 891 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!