იტალიურმა საფეხბრუთო კლუბმა „მილანი" 25 მაისს დაგეგმილ ამხანაგურ მატჩზე გამოძახებული კახა კალაძის სანაკრებო მატჩზე გამოშვება იუარა.
ამის შესახებ იუწყება 4 მაისით დათარიღებული საფეხბურთო კლუბ „მილანის" საქმეთა მმართველის უმბერტო განდინის ოფიციალური წერილი.
როგორც წერილშია აღნიშნული 25 მაისი არ არის ფიფას მიერ საერთასორისო ამხანაგური მატჩებისათვის გამოყოფილი თარიღი და ამავე თარიღებში საფეხბურთო კლუბი "მილანი" ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში გეგმავს სპარინგ მატჩების გამართვას.
აღნიშნულ არგუმენტებზე დაყრდნობით ს.კ. მილანი მიზანშეუწონლად მიიჩნევს კახა კალაძის საქართველოსა და კამერუნის ეროვნული ნაკრები გუნდების ამხანაგურ მატჩში მონაწილეობის საკითხს.
ამ დროისათვის სფფ–ს შესაბამისი განყოფილებები აწარმოებენ მოლაპარაკებას იტალიურ მხარესთან, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს უცვლელი კაპიტანის 25 მაისს დაგეგმილ მატჩში მონაწილეობა.
ს.კ. მილანის ოფიციალური წერილი