ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ივლისი » 3 » მერაბ ჟორდანია: "ახლა მე და აბრამოვიჩი ერთად ვართ... "
15:26 მერაბ ჟორდანია: "ახლა მე და აბრამოვიჩი ერთად ვართ... " |
თბილისის
"დინამო" არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ევროპულ საფეხბურთო
სამყაროშიც ცნობილი ბრენდია. პატარა ამბავი ხომ არ არის, გუნდმა თასების
თასი მოიგო და თავისი 85-წლოვანი ისტორია სხვა არაერთი ტიტულითა თუ
მნიშვნელოვანი წარმატებით გაამდიდრა. გუნდს, რომელიც თითქმის მთელი
ქართული ფეხბურთის ისტორიაა, შესაძლოა, კიდევ ერთხელ შეეცვალოს მეპატრონე.
ცნობილ ოლიგარქ ბადრი პატარკაციშვილის ლონდონში მოულოდნელად
გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში გავრცელდა ხმები, რომლის თანახმადაც, მის
მფლობელობაში მყოფ თბილისის "დინამოს" ახალი მეპატრონე ეყოლებოდა. მაშინ
ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის ახალ მეპატრონედ რუსი ოლიგარქები
დასახელდნენ - ჯერ "ჩელსის" მფლობელი რომან აბრამოვიჩი, შემდეგ კი ბორის
ბერეზოვსკი. თუმცა მაშინ ეს ხმები ხმებადვე დარჩა, "დინამოს" პატრონობა
ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა გააგრძელა. მას მერე, დღემდე პერიოდულად
ვრცელდება ხმები, პატარკაციშვილის ოჯახის წევრები "დინამოს" გაყიდვას
აპირებენო. პოტენციურ მყიდველებად ჯერ რუსი ბიზნესმენები დასახელდნენ,
მერე კი ერთ-ერთი ინგლისური ჰოლდინგი. იმასაც შეგახსენებთ, რომ შარშან
შემოდგომაზე "დინამოს" ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ საჯაროდ
განაცხადა - "დინამოს" კანონიერი მფლობელები კლუბის დაბრუნებისთვის
ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთო. შესაძლოა, ეს, ერთი შეხედვით, მოვლენათა
უბრალო დამთხვევადაც კი მიიჩნიოს ვინმემ, მაგრამ მედალს ხომ მეორე მხარეც
აქვს? ამ საკითხზე, რა თქმა უნდა, "დინამოს" მმარტველი დირექტორის პოზიციითაც დავინტერესდით და ბუბა ტყავაძეს მივმართეთ...
სრულად იხილეთ გაზეთ "ლელოს" შაბათის ნომერში
|
ნანახია: 1278 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|