რუსეთის პირველი დივიზიონის 21-ე ტურში ომარ თეთრაძის ”ვოლგა” აუტსაიდერ ”როტორს” ესტუმრა და 4:1 გაანადგურა.
ამ სეზონში თავისი მეათე გოლი გაიტანა ქართველმა ფორვარდმა ოთარ
მარცვალაძემ, რომელმაც მე-7 წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო მე-14-ზე საგოლე
გადაცემაც მიითვალა. ოთარი 90-ე წუთზე შეცვალეს.
ტრავმის გამო არ უთამაშია ედიკ საჯაიას. ასევე განაცხადში არ ყოფილან ”ვოლგას” ახალწვეულები - გიორგი ნავალოვსკი და გოჩა ხოჯავა.
ომარ თეთრაძის გუნდს 35 ქულა აქვს და კრასნოდართან და ნიჟნი ნოვგოროდთან მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს.
championat.ge