ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 28.03.2024, 16:14


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 22 » მამუკა ღონღაძეც – დაუგავაში
14:41
მამუკა ღონღაძეც – დაუგავაში
http://s60.radikal.ru/i170/1007/95/1799891a5ea2.jpg

"ბორჯომისა" და ცხინვალის "სპარტაკის" ყოფილი თავდამსხმელი მამუკა ღონღაძე კარიერას ლატვიაში გააგრძელებს. 24 წლის თავდამსხმელი (მეტსახელად "კანუ") ვირსლიგის (უმაღლესი ლიგის) "დაუგავაში" ჩაირიცხა, რომლის მთავარი მწვრთნელიც ქართველი სპეციალისტი თამაზ პერტია გახლავთ.

რამდენიმე დღის წინ, ფოთის "კოლხეთმა" პრეზიდენტმა თემურ ბარქაიამ "ლელოსთან" საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ ღონღაძეს დაიმატებდა. მანამდე ქუთაისის "ტორპედოში" ჩარიცხვაზე იყო ლაპარაკი და კლუბის ინტერესი თავად ფეხბურთელმა დაგვიდასტურა. მამუკა საქართველოში თამაშს აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ მისი გეგმები შეიცვალა - ტანმაღალი თავდასხმელი ლატვიაში წავიდა.
მამუკას გუშინ დავუკავშირდით და მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.

- მამუკა, გვეგონა საქართველოს პირველობაზე გიხილავდით, შენ კი ლატვიაში აღმოჩნდი.
- ლატვიაში დაახლოებით ორი კვირის წინ ჩამოვედი. "დაუგავას" მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტია ჩემით დაინტერესდა და გასინჯვაზე მიმიწვია. გუნდთან ერთად, ათი დღე შეკრება გავიარე, დამაკვირდა და დამტოვა.

- კონტრაქტი უკვე გააფორმე?
- დიახ, სამი დღეა, რაც კონტრაქტი ერთი პლუს ნახევარი წლით გაფორმდა.

- ბოლო ორი წელიწადია ლატვიურ კლუბებს ფინანსურად გაუჭირდათ – ყოველ შემთხვევაში, ბევრი ქართველი ამის გამო წამოვიდა.
- შესაძლოა, აქაური კლუბები კრიზისისგან ადრე მართლაც დაზარალდნენ, მაგრამ მე დალაგებული ვითარება დამხვდა და ყველაფრით კმაყოფილი ვარ. ლატვია საკმაოდ განვითარებული ქვეყანაა, მაგრამ მაინც ვერ წამოვიდგენდი, ასეთი შეძლებული და მოწესრიგებული კლუბები თუ დამხვდებოდა.

- ქართული კლუბებისგან საინტერესო წინანდადება არ მიგიღია?
- კარგი წინადადებები იყო, მაგრამ უცხოეთში თამაში მსურდა და ამან განაპირობა არჩევანი.

- როგორც ვიცით, ქუთაისის "ტორპედო" და ფოთის "კოლხეთი" გიწვევდათ.
- ქუთაისის "ტორპედოზე" ხმა ჩემამდეც მოვიდა, მაგრამ კონკრეტული წინადადება არ შემოუთავაზებიათ, როგორც ჩანს, სერიოზული ინტერესიც არ ჰქონიათ.

რაც შეეხება ფოთის "კოლხეთს", კარგი კონტრაქტი შემომთავაზეს და გადასვლას ვაპირებდი, მაგრამ ლატვიაში წასვლის შანსი გამიჩნდა და ხელიდან არ გავუშვი. "დაუგავამ" ისეთი პირობები შემომთავაზა, უარის თქმა სისულელე იქნებოდა. მწვრთნელი ქართველი კაცია, მენდობა, გუნდში ქართველი ბიჭებიც თამაშობენ და ამ ფაქტორმა ყველა სხვა გადაწონა.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის "კანუ" (მამუკა ღონღაძის ზეტმეტსახელია) ქუთაისის "ტორპედოში", ცხინვალის "სპარტაკსა" და "ბორჯომში" თამაშობდა, გასულ წელს კი უზბეკეთის უამღლესი ლიგის "შურტანში" გადავიდა. გუნდის ძირითადში დამკვიდრება კი მოახერხა, მაგრამ უმძიმესი მოწამვლის შემდეგ, თებერვალში კლუბი დატოვა და კარგა ხანი მკურნალობდა.

ღონღაძე "დაუგავაში" ჩარიცხული მესამე ქართველი ფეხბურთელია – მანამდე კონტრაქტები ცენტრალურმა მცველმა, 22 წლის გიორგი ჩიხრაძემ და ფლეიმეიკერმა, 19 წლის ჯემალ ჯალიაშვილმა გააფორმეს. პერტიაზე უკვე მოგახსენეთ. ამას გარდა, "დაუგავას" საფეხბურთო სკოლას შოთა მახარაძე ხელმძღვანელობს, რომელიც მალე პერტიას ასისტენტად იმუშავებს.


"ლელო"
ნანახია: 927 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!