ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 20.04.2024, 01:02


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » მაისი » 18 » ლევან კობიაშვილი `ჰერტაში` კიდევ 3 წელი რჩება
15:07
ლევან კობიაშვილი `ჰერტაში` კიდევ 3 წელი რჩება

ლევან კობიაშვილი "ჰერტაში" რჩება. ამის შესახებ ქართველმა ფეხბურთელმა რუსულ გამოცემა "СЭ"-სთან ისაუბრა. გერმანიის ჩემპიონატში კობიაშვილმა 305 მატჩი ჩაატარა, აქედან 121 - "ფრაიბურგის", 168 - "შალკეს", ხოლო 16 ბერლინელთა შემადგენლობაში.

 

 

-  ვრჩები "ჰერტაში", თუმცა შემოთავაზება მქონდა მოსკოვის"დინამოდან", შაბათს  ჩავედი კიდეც მოსკოვში, "ალანიასთან" შეხვედრას დავესწარი, მქონდა მოლაპარაკებები კლუბის ხელმძღვანელობასთან, ვნახე გუნდის ვარჯიშიც ბაზაზე .

 

 

- როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?

 

 

- მოსკოვში დიდი ხანია არ ვყოფილვარ, ძალიან კარგი პირობებია, შემთხვევითი არ არის, რომ კევინ კურანი "დინამოში" თამაშობს.

 

 

- თქვენ რატომ არ დათანხმდით "დინამოს" შემოთავაზებას?

 

 

- გარდა ფეხბურთისა, ცხოვრებაში არსებობს სხვა მნიშვნელოვანი რამეებიც. გერმანიაში 1997 წლიდან ვარ, ოჯახი მიეჩვია იქ ცხოვრებას, ბავშვები სკოლაში დადიან. ორშაბათს "ჰერტასთან" 3-წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი.

 

 

- გერმანიაში დიდი პატივისცემით სარგებლობთ, სადაც თამაშობდით ყველგან "მისტერ იმედისმომცემს" გიწოდებდნენ. ახლა გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ისაპარეზებთ...

 

 

-  ასეც ხდება... ოჯახი ჩემთვის ყველაზე მთავარია. რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, რომ "დინამო" ჩემით დაინტერესდა. შემიძლია ვთქვა, რომ მოსკოვური გუნდის ხელმძღანელობამ ყველაფერი გააკეთა, რომ გადავსულიყავი იქ სათამაშოდ.

 

 

დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთის ჩემპიონატი გაცილებით მაღალი დონისაა, ვიდრე გერმანიის მეორე ბუნდესლიგა. ვიმედოვნებ, რომ "ჰერტა" ახალი მწვრთნელის  - მარკუს ბაბელის ხელმძღვანელობით კვლავ დაბრუნდება ბუნდესლიგაში.

 

 

- კურანისთან ერთად "შალკეში" არაერთი სეზონი ჩაგიტარებიათ, შეხვდით მას მოსკოვში?

 

 

- დიახ, ვნახე "ალანიასთან" შეხვედრის დროს. მას და ვორონინს მატჩის შემდეგ დიდხანს ველაპარაკე.

 

 


 

მირანდა სურმანიძე

goli.ge

ნანახია: 846 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!