ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 21.12.2024, 16:12


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 12 » ლეგიონის ამბები სრულად (ნაწილი II)
03:10
ლეგიონის ამბები სრულად (ნაწილი II)
http://b.pix.ge/e/ds4ln.jpg

გასულ უქმეებზე ჩვენი ლეგიონერების გუნდებმა საკონტროლო მატჩები გამართეს, რომელშიც ჩვენებურები გოლებით გამოირჩნენ. სამმა ქართველმა ფეხბურთელმა ჯამში 4 გოლი გაიტანა და ახლა სწორედ მათზე მოგითხრობთ.

მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუემ" გერმანიაში მორიგი საკონტროლო შეხვედრა გამართა. იაშვილის გუნდმა ქვედალიგოსანი "ლუშტენაუ" 13:1 გააცამტვერა. კარლსრუელთა ქართველმა კაპიტანმა ამ შეხვედრაში მხოლოდ პირველ ტაიმში ითამაშა და 2 ბურთი გაიტანა. იმასაც შეგახსენებთ, რომ წინა ორ საკონტროლო შეხვედრაში იაშვილმა ჯერ 2, მერე კი 5 გოლი მიითვალა.
ასევე მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე მათე ღვინიანიძის "მიუნხენ 1860-მა" ორი საკონტროლო მატჩი გამართა. "ლომებმა" "აუშვალი" 2:1 დაამარცხეს. მათემ მხოლოდ ბოლო 15 წუთი ითამაშა.

ამ შეხვედრამდე "მიუნხენმა" "აუბინგი" 5:0 გაანადგურა. ღვინიანიძემ მხოლოდ საწყისი 45 წუთი ითამაშა, შესვენებამდე "ლომებმა" 4 გოლი გაიტანეს. შეგახსენებთ, რომ მათე ღვინიანიძის დამატება, მის ყოფილ, ამჟამად კი პირეოსის "ოლიმპიაკოსის" თავკაც ევალდ ლინენს უნდა. თუმცა, ჯერჯერობით, ბერძნული კლუბისგან მათესადმი ინტერესი სერიოზულ წინადადებაში არ გადაზრდილა.

მესამე ბუნდესლიგის "კარლ ცაისში" ტესტირებაზე მყოფმა ნახევარმცველმა გიორგი სეთურიძემ გოლით გამოიჩინა თავი. იენელებმა ქვედალიგოსანი "ოლატალი" 16:0 დაარბიეს. სეთურიძემ მეორე ტაიმი სრულად ითამაშა. შესვენების შემდეგ "კარლ ცაისი" 6:0-ს იგებდა და დანარჩენი გატანილი 10 გოლიდან ერთი სწორედ ჩვენებურის ანგარიშზეა. გიორგის ტრანსფერთან დაკავშირებით სიახლე ჯერ არ ჩანს. წესით, ეს საკითხი მალე უნდა გადაწყდეს.

გასულ უქმეებზე "დიორი ეტომ" საკონტროლო მატჩი ჩაატარა. დიორელები გადახალისებული შემადგენლობით ქვედა ლიგაში მოასპარეზე
"ბერნოლაკოვოს" გაეჯიბრნენ. შეხვედრა უხვგოლიანი აღმოჩნდა - 3:3. ქართველების გუნდში თავდამსხმელ რატი ალექსიძეს არ უთამაშია. მას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ამზადებენ. "ბერნოლაკოვოსთან" დიორელთა ძირითად შემადგენლობაში ორი ჩვენებური იყო - ნახევარმცველი გიორგი განუგრავა და მცველი ლაშა თოთაძე. თოთაძემ 90 წუთი დაჰყო მოედანზე, განუგრავა შესვენების შემდეგ შეცვალეს. მეორე ტაიმიდან ჩაერთო თამაშში 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი თემურ შარაშენიძე. დიორელთაგან ერთი გოლი სწორედ შარაშენიძის ანგარიშზეა.


"ლელო"
ნანახია: 761 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!