ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ივლისი » 19 » ლეგიონის ამბები სრულად (ნაწილი II)
16:43 ლეგიონის ამბები სრულად (ნაწილი II) |
თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი შოთა კაშია ისრაელშია და რამათ
განის "ჰაპოელში" გადის ტესტირებას. ჩვენებური პირველივე საკონტროლო
თამაშში გამოსცადეს. რამათგანელები რაანინას "ჰაპოელს" ამხანაგურ მატჩში
სტუმრად გაეჯიბრნენ და როგორც მათი ვებგვერდი იტყობინება, 2:1 მოიგეს.
კაშიამ მეორე ტაიმი სრულად ითამაშა მარჯვენა ფრთაზე და რამდენიმე მწვავე
შეტევაც განახორციელა. ხვალ, 20 ივლისს რამათ განის "ჰაპოელი"
მოსამზადებელ შეკრებაზე ავსტრიაში გაემგზავრება. თუ კაშიას ავსტრიაში
წაიყვანენ, მაშინ დიდი შანსია მისი ტრანსფერი შედგეს. ავსტრიაში
გასამგზავრებულთა ვინაობას 19 ილისს დაასახელებენ. დაბოლოს,
ისრაელის მთავარი ლიგის გასულ სეზონში რამათ განის "ჰამოელმა" მე-14 ადგილი
დაიკავა. ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი შლომი დორა გახლავთ. რაც შეეხება
შოთა კაშიას, მან გასული სეზონი თბილისის "დინამოში" ჩაატარა, კლუბთან
საკონტრაქტო ვადა ამოეწურა და თავისუფალი აგენტია.
ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ზურაბ მენთეშაშვილი ახალ გუნდში პირველად
გავიდა მინდორზე სათამაშოდ. ისრაელის მთავარი ლიგის დებიუტანტ აშქელონის
"ჰაპოელმა" ამხანაგურ მატჩში პეტაჰ თიკვას "მაქაბი" მინიმალური ანგარიშით
1:0 დაამარცხა. მენთეშაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მარჯვენა
ფრთაზე ითამაშა. ებრაული ვებგვერდების მტკიცებით, მენთეშაშვილი აშქელონელთა
გუნდში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მეოთხე ქვეყნის ლიგა დააჯაშნიკა.
ცნობისათვის, საქართველოს ჩემპიონატის გარდა, ზურაბ მენთეშაშვილი ლატვიისა
("სკონტო", ვენტსპილსი) და რუსეთის ('ალანია", "შინიკი") ჩემპიონატებში
გამოდიოდა. გასული სეზონი კი ისრაელის მოქმედ ჩემპიონ თელ ავივის
"ჰაპოელში" დაასრულა.
ჩეხეთში მოასპარეზე თავდამსხმელმა დიმიტრი ტატანაშვილმა გასული სეზონი
"კლადნოში" ჩაამთავრა. ჩვენებური კონტრაქტით ჩეხეთის თასის მფლობელ პლზენის
"ვიქტორიას" ეკუთვნის და სხვა გუნდში განათხოვრების წესით თამაშობდა.
"კლადნოს" მთავარი ლიგის დატოვება მოუწია, ტატანაშვილს საიჯარო კონტრაქტის
ვადა დაუმთარდა და პლზენელთა გუნდში დაბრუნდა. თუმცა, როგორც ჩანს,
ქართველი თავდამსხმელი კიდევ ერთხელ შეიცვლის გუნდს. რუსული წყაროების
მტკიცებით, მას პირველ დივიზიონში მოასპარეზე კალინინგრადის "ბალტიკაში"
ელიან. ეს ამბავი "ბალტიკას" მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ ტკაჩენკომ
სოვსპორტ.რუ-სთან საუბარში გაახმაურა. კალინინგრადელთა გუნდის თავკაცი 16
ახალ ფეხბურთელს ელის. მათ შორის ერთ-ერთი ტატანაშვილია. "25 ივლისს
პოლონეთში, გდანსკში გავემგზავრებით და მოსამზადებელ შეკრებას იქ
გავივლით. პოლონეთში რამდენიმე ამხანაგურ მატჩს ჩავატარებთ, მათ შორის
"ლეგიასაც" გავეჯიბრებით. შემოგვიერთდება დიმიტრი ტატანაშვილიც, რომელიც
ჩეხეთის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს. საკონტროლო თამაშებში დავაკვირდებით.
ადრე ის სქართველოს ნაკრებში თამაშობდა", - განაცხადა "ბალტიკას" თავკაცმა
ლეონიდ ტკაჩენკომ. დავძენთ, რომ "ბალტიკას" თავდასხმაში მართლაც
უჭირს. ამ გუნდს 19 ტურში მხოლოდ 16 გოლი აქვს გატანილი. კალინინგრადელები
სატურნირო ცხრილში 21 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფებიან და გასავარდ ზონაში
ტრიოს მხოლოდ 2 ქულით უსწრებენ.
"ლელო"
|
ნანახია: 912 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|