ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ივლისი » 11 » ლეგიონის ამბები (ნაწილი I)
21:18 ლეგიონის ამბები (ნაწილი I) |
შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით მოთამაშე ქვეყნებში ბადალი არა ჰყავს
უკრაინის პირველობას, სადაც სეზონი ყველაზე ადრე იწყება. უკრაინელებმა
მუნდიალის დასრულებასაც კი არ დაუცადეს და 10 ივლისიდან შეუყვნენ მორიგ
ვიშალიგას. დონეცკში "შახტარმა" 2:0 მოუგო "კრივბასს", სტუმართა რიგებში
"დნიპროს" ორი ქართველი ლეგიონერია განათხოვრებული ბექა გოცირიძე და სანდრო
კობახიძე. სასტარტოში არც ერთი არ იყო, მაგრამ უკვე 27-ე წუთზე მოედანზე
გოცირიძე ვიხილეთ, კობახიძეს კი თამაში არ მოუწია. წინა დღით დუბლების
ჩემპიონატში "შახტარის" ფორმა პირველად მოირგო თორნიკე ოქრიაშვილმა,
რომელმაც 2:0 მოგებულ შეხვედრაში I ტაიმი ითამაშა.
დნეპროპეტროვსკში
"დნიპრომ" მძიმედ დაიწყო, პირველ ტურში "კარპატი" ბოლო ხუთ წუთში გატანილი
ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა - 1:0. მასპინძელთა მარჯვენა მცველმა
უჩა ლობჟანიძემ 90 წუთი ითამაშა. სტუმართა რიგებში 78-ე წუთზე გამოჩნდა
სანდრო გურული, რომელმაც ბოლო წუთებზე ბევრი იაქტიურა. სიმფეროპოლში
"ტავრიამ" 0:1 წააგო "მეტალისტთან", გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვასილ გიგიაძე
მოედანზე 64-ე წუთზე გამოვიდა, მაგრამ გუნდს ვერაფერი უშველა. "ილიჩევეცი"
1:1 დაუზავდა დონეცკის "მეტალურგს", მასპინძელთა სათადარიგოთა სკამზე
გიორგი გაბედავა იჯდა.
რუსულ პრემიერლიგაში მე-12 ტურის თამაშები
გაიმართა. ჩვენი ყურადღების ცენტრში იყო მატჩი მახაჭყალაში "ანჟისა" და
მოსკოვის "ლოკომოტივს" შორის. მასპინძელთა სასტარტოში იყვნენ: ნუკრი
რევიშვილი და დავით კვირკველია, 67-ე წუთზე კი გიორგი ილურიძე ვიხილეთ.
სტუმართა გუნდი კი კაპიტნის სამკლავურით მალხაზ ასათიანმა გამოიყვანა.
"ჩემპიონატმა" რევიშვილსა და ასათიანს 5,5-5,5 ქულა დაუწერა, კვირკველიასა
და ილურიძეს 5-5.
მართალია, "სპარტაკმა" 0:1 დათმო სტუმრად
"როსტოვთან", მაგრამ ქართველმა ჯანო ანანიძემ წაგებულთა შორის საუკეთესო
შეფასება მიიღო (ალექსთან ერთად) - 6 ბალი. 23-ე წუთზე ჯანომ ცარიელ კართან
პირისპირ დატოვა ველიტონი, რომელმაც 2 მეტრიდან ვერ გაიტანა. ლაშა
სალუქვაძის "რუბინმა" 3:0 მოუგო "კრილია სოვეტოვს", ქართველმა მცველმა
შეუცვლელად ითამაშა (5,5). "რუბინი" 23 ქულით მესამეა, ნალჩიკის "სპარტაკი"
22 ქულით მომდევნო პოზიციაზეა, "ლოკომოტივი" 18 ქულით მე-6 ადგილზეა,
"სპარტაკი" (16 ქულა) - მერვეზე, ლევან გვზავას "ტერეკს" 14 ქულა აქვს და
მე-10 ადგილზეა, ხოლო "ანჟი" 10 ქულით მე-13 ადგილზეა. რუსეთის პირველ
დივიზიონში "ვოლგამ" 3:0 გაანადგურა "მორდოვია" და 32 ქულით მე-5 ადგილზე
დამკვიდრდა. გამარჯვებულთა რიგებში ოთარ მარცვალაძე 75-ე წუთზე შეცვალეს,
ედიკ საჯაიამ კი 90 წუთი ითამაშა.
ფინეთის იკონენლიგაში აღარ
ხუმრობს ტყუპი ძმების, ვალტერ და პავლე ხორგუაშვილების "როვანიემი". გუშინ
ამ გუნდმა 3:0 მოუგო კპვ-ს, რომლის შეტევების ლიდერი ირაკლი სირბილაძეა (7
გოლი). ამ მარცხით კპვ (19 ქულა) მე-5 ადგილამდე დაქვეითდა, ხოლო
"როვანიემი" (30 ქულა) უახლოეს კონკურენტს უკვე 9 ქულით უსწრებს. ამ
შეხვედრაში პავლე სასტარტოში იყო, ვალტერი - სათადარიგო სკამზე. 31-ე წუთზე
პავლემ ანგარიში გახსნა, 75-ე წუთზე მოედანზე მისი ძმა გამოჩნდა, პავლე კი
81-ე წუთზე შეცვალეს. ეს პავლე ხორგუაშვილის მეხუთე გოლი იყო ჩემპიონატში.
ირაკლი სირბილაძემ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ თავი ვერ გამოიჩინა. გიორგი
ოსიტაშვილის "კოტეპე" შინ 0:3 დამარცხდა პოპა-სთან. ქართველმა მცველმა
შეუცვლელად ითამაშა. "კოტეპე" 18 ქულით მე-7 ადგილზეა. ლატვიურ
ვირსლიგაში თამაზ პერტიას "დაუგავამ" მოულოდნელად სტუმრად დაამარცხა
"მეტალურგსი" - 1:0. სტუმართა ქართველი ლეგიონერი ჯემალ ჯალიაშვილი თამაშში
61-ე წუთზე ჩაერთო, გიორგი ჩიკრაძე კი სათადარიგო იყო. რიგის "ოლიმპსმა"
სტუმრად 2:1 მოუგო "ელგავას". ამ შეხვედრაში 70-ე წუთზე გამარჯვების გოლი
დავით ჯანელიძემ გაიტანა, ეს 20 წლის ფორვარდის მეორე გოლია ჩემპიონატში.
ლაშა ღონღაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო კოტე ზარნაძე სათადარიგო იყო.
"ლელო"
|
ნანახია: 845 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|