საქართველოს ნაკრების და ჰაიფას
„მაკაბის" თავდამსხმელი ლადო დვალიშვილი მორიგი გოლით
გამოირჩა. ისრაელის ჩემპიონატის ფლეი ოფში, რომლის დამთავრებამდე ერთი ტური
დარჩა „მაკაბიმ" „ბეითარს" 2:1 მოუგო.
დვალიშვილმა მიმდინარე
სეზონის მე-16 გოლი 11 წუთზე გაიტანა. მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება
მოახერხა, თუმცა ელიშა ლევის ფეხბურთელებმა სამი ქულის
მომტანი გოლი მაინც გაიტანეს.
ლადო მოედანზე 76 წუთი იყო, შემდეგ
კი შეცვალეს. ამ გამარჯვების შემდეგ „მაკაბის" 48 ქულა აქვს და 2 ქულით
უსწრებს უშუალო კონკურენტ ზურაბ მენთეშაშვილის „ჰაპოელს".
ფლეი ოფის ბოლო ტურში ელიშა ლევის და გიორგი დარასელიას გუნდი 15 მაისს
თელ ავივის „ბნეი იეჰუდასთან" სტუმრად ითამაშებს.
სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური