გასულ უქმეებზე უცხოეთში მოთამაშე ქართველმა
ფეხბურთელებმა შეხვედრები გამართეს. გერმანიის ბუნდესლიგის ბოლო ტურის
მატჩი კობიაშვილის ”ჰერტამ” ”რეკორდმაისტერთან” 1:3 დათმო, ქართველმა
ფეხბურთელმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო. ”ჰერტამ” ცხრილში ბოლო ადგილით
ჩაამთავრა ჩემპიონატი.
მეორე ბუნდესლიგაში ითამაშეს მათე ღვინიანიძემ და ალექსანდრე იაშვილმაც.
”მიუნხენ 1860-მა” ”უნიონს” მოუგო 2:0, ხოლო ”კარლსრუემ” ”ფიურიტს” 1:1
ეთამაშა. ღვინიანიძემ სრულად ჩაატარა მატჩი, ხოლო იაშვილი მეორე ტაიმში
შეცვალეს.
უკრაინაში ვასილ გიგიაძის ”ტავრია” დონეცკის ”შახტართან” 2:3 დამარცხდა,
გიგიაძე მეორე ტაიმში გამოვიდა მოედანზე. მოიგო სანდრო კობახიძის
”კრივბასმა” - ”ზაკარპატიესთან” 3:1. კობახიძე 57-ზე შეცვალეს. გიორგი
გაბედავას ”ილიჩევეცმა” ლვოვის ”კარპატთან” ითამაშა ფრე, ”გაბე” მეორე
ტაიმში ჩაერთო მატჩში. ფრე ითამაშა უჩა ლობჟანიძის ”დნიპრომაც”, მათ 1:1
ითამაშეს ”ვიორსკლასთან”.
ქვეყნის ჩემპიონობას მიუახლოვდა ლადო დვალიშვილის ჰაიფას ”მაქაბი”.
ქართველმა ფორვარდმა 11-ე წუთზე გახსნა ანგარიში და მნიშვნელოვანი წვლილი
შეიტანა გუნდის გამარჯვებაში. ”მაქაბიმ” იერუსალიმის ”ბეითარი” 2:1
დაამარცხა, დვალიშვილი 76-ე წუთზე გაიყვანეს მოედნიდან. ზურაბ
მენთეშაშვილის ”ჰაპოელმა” კი ფრე ითამაშა თელ ავივის ”მაქაბისთან”.
”მენთეშა” 84-ე წუთზე ჩაერთო მატჩში. პაუზის შემდეგ, "რაანანას" რიგებში
ითამაშა დავით დიღმელაშვილმა, ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 82-ე წუთზე
შევიდა. მისმა გუნდმა აჰი-ნაზრათის "მაქაბი" 2:0 დაამარცხა.
დავით დევდარიანის ”ორჰუსმა” ”ნორდიესლანდი” 1:0 დაამარცხა, ქართველ
ფეხბურთელს შეხევდრაში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო გიორგი ფოფხაძის
”ვიბორგმა” ფრე ითამაშა -”ვესტსაილენდთან”. ფოფხაძემ 90 წუთი დაჰყო
მოედანზე.
ავსტრიაში ილია კანდელაკის ”შტურმმა” ”რაპიდთან” 1:4 დათმო, კადელაკმა
სრულად ჩაატარა შეხვედრა, უნგრეთში ქართველების ”დიორ ეტომ” კი 3:1 მოუგო
”კაპოშვარს”. შეხვედრაში მხოლოდ რატი ალექსიძემ მიიღო მონაწილეობა.
goli.ge
|