ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ივლისი » 31 » ლეგიონის ამბები
|
შოთა არველაძის გაწვრთნილმა თურქულმა "კაისერისპორმა” ავსტრიულ შეკრებაზე
მორიგო მატჩი ჩაატარა და ქუვეითის "კაზმა სპორტინგს” 5:1 სძლია.
"კაისერისპორის” ქართველმა მცველმა ალეკო ამისულაშვილმა კი პირველი გოლი
მიითვალა ახალ გუნდში: მე-6 წუთზე 2:0 გახადა ანგარიში.
არველაძე - ამისულაშვილის მისვლის შემდეგ "კასერისპორმა” ოთხი ტესტ-მატჩი
ჩაატარა და ჯერ წაგება არ "იცის”: სამი მოგება და ერთი ფრე.
ილია ნანობაშვილი
გუშინ ”როტორთან”
გამარჯვების შემდეგ (4:1) ”ვოლგას” ქართველმა მწვრთნელმა ომარ თეთრაძემ
განაცხადა, რომ მის გუნდს იღბალმა გაუღიმა. ასევე თეთრაძემ უკმაყოფილება
გამოთქვა დაცვის თამაშით.
”დიდი ანგარიშის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ გუშინ ჩემს გუნდს გაუმართლა.
”როტორმა” მომენტები შექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა. ჩვენ კი ეს შევძელით.
ასევე უკმაყოფილო ვარ დაცვაში თამაშით. მასე თამაში არ შეიძლება”-
განაცხადა თეთრაძემ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. გიორგი ლუკიანცევი
"ყარაბახი" ევროსარბიელზე წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს. ევროპის ლიგის
მესამე ეტაპის პორველ მატჩში აზერბაიჯანულმა კლუბმა სტუმრად პოლონური
"ვისლა" დაამარცხა, რაშიც საკუთარი წვლილი გიორგი ადამიამაც შეიტანა. "ძალიან
გახარებული ვარ, რადგან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ღირსეულად ვითამაშეთ და
დამსახურებულად გავიმარჯვეთ. კონტრშეტევებზე თამაში ავირჩიეთ და ამ
ტაქტიკამ გაამართლა. მხოლოდ ერთი ბურთით კი არა, გაცილებით სოლიდური
სხვაობით გამარჯვებაც შეგვეძლო", - თქვა ადამიამ. მას ამპლუის
შეცვლაზეც ჰკითხეს. გიორგი, რომელიც აქამდე უმეტესად მოედნის ცენტრში
თამაშობდა, "ვისლასთან" შეხვედრაში შეტევის მარცხენა ფრთაზე გაამწესეს.
ადამიას ახალ პოზიციაზე თამაში მოეწონა: "თავი ფლანგზეც კომფორტულად
ვიგრძენი. მართალია, ცენტრში მირჩევნია, მაგრამ თუ გუნდს სჭირდება,
ნებისმიერ ამპლუაში სათამაშოდ მზად ვარ".
დღეს ყაზანის "რუბინი" სტუმრად სანკტ-პეტერბურგის "ზენიტთან" 0:2
დამარცხდა. ყაზანელთა ქართველმა მცველმა ლაშა სალუქვაძემ მატჩის პირველივე
წუთზე ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქნა. მან ტრავმა "ზენიტის" მცველ
ტომაშ ჰუბოჩანთან ორთაბრძოლისას მიიღო. სალუქვაძე მოედნიდან საკაცით
გაიყვანეს. მისი ტრავმის სიმძიმე ჯერ არ გარკვეულა. ლევან ჯანეზაშვილი
|
ნანახია: 875 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|