როგორც მოგეხსენებათ,
რუსეთის პრემიერ-ლიგაში შესვენებაა გამოცხადებული. შვებულებაშია გასული
ჯანო ანანიძის მოსკოვის ”სპარტაკი”, რომელიც, სავარაუდოდ, 5 ან 7 ივნისს
შეიკრიბება და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, გუნდი ვარჯიშს საკუთარ
ბაზაზე, ტარასოვკაში დაიწყებს.
შემდეგ გუნდი ავსტრიაში გაემგზავრება, სადაც რამდენიმე ამხანაგურ
შეხვედრას გამართავს. ავსტრიის შემდეგ ჯანო ანანიძე და მისი თანაგუნდელები
მეორე შეკრებას შვედეთში გაივლიან.
მოსკოვის ”ცსკას” დუბლებმა, სადაც ქართველი ფეხბურთელი ნიკა ძალამიზე
თამაშობს, დღეს მორიგი შეხვედრა გამართეს ყაზანში ადგილობრივი ”რუბინის”
წინააღმდეგ. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.
ქართველი ფეხბურთელი მინდორზე ძირითად შემადგენლობაში იყო და 45-ე წუთზე
ჩეხ ფორვარდ ტომაშ ნეციდს საგოლეც უპასა. ეს ნიკას პირველი საგოლე
გადაცემაა მიმდინარე გათამაშებაში. მის აქტივშია ასევე 2 გოლი. ქართველმა
ფეხბურთელმა მოედანი 81-ე წუთზე დატოვა.
მორიგი ტური შედგა რუსეთის პირველი ლიგის გათამაშებაშიც. სასიხარულოა,
რომ გოლის გატანა მოახერხა ოთარ მარცვალაძემ, რომელმაც თავი 29-ე წუთზე
”კამაზი”-”ვოლგას” შეხვედრაში გამოიჩინა და ანგარიში გაათანაბრა. ქართველი
ფორვარდისათვის ეს მესამე გატანილი გოლია მიმდინარე გათამაშებაში.
ძირითადში ასევე იყო და 90 წუთი გაისარჯა ედიკ საჯაიაც. შეხვედრა ფრედ, 1:1
დასრულდა. ”ვოლგას”, რომლის მთავარ მწვრთნელად რამდენიმე დღის წინ ომარ
თეთრაძე დაინიშნა , 9 ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს.
championat.ge