გერმანიის ბუნდესლიგის 33-ე ტურში, ლევერკუზენის "ბაიერთან" გასვლით
მატჩში ფრე 1:1 ითამაშა ლევან კობიაშვილის ბერლინის "ჰერტამ". კობიაშვილს
დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია. ქართველი ფეხბურთელის გუნდს, მთავარ
ლიგაში დარჩენის თეორიული შანსიც აღარ დარჩა და მომავალი წლიდან მეორე
ბუნდესლიგაში იასპარეზებს.
ავსტრიის ბუნდესლიგის 34-ე ტურში "რიდთან" გასვლით მატჩში 1:2
გაიმარჯვა ილია კანდელაკის გრაცის "შტურმმა". ქართველმა მცველმა შეუცვლელად
შეუცვლელად ითამაშა. "შტურმი" 55 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება.
რუსეთის ჩემპიონატში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. მალხაზ
ასათიანის მოსკოვის "ლოკომიტივი", ლევან გვაზავას "ტერეკს" ესტუმრა და
ნულოვანი ფრე ეთამაშა. "ასკამ" მისი გუნდი მინდორზე კაპიტნის სამკლაურით
გაიყვანა და მსაჯის საფინალო სასტვენამდე ითამაშა. გვაზავა კი თამაშში 72-ე
წუთზე ჩაერთო.
მოსკოვის "დინამოსთან" საშინაო მატჩში 1:0 გაიმარჯვა ნალჩიკის
"სპარტაკმა". სამივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა. გოგუამ
41-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. იგი 76-ე წუთზე შეცვალეს, ამისულაშვილმა
შეუცვლელად ითამაშა, სირაძემ კი მინდორი მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე
დატოვა. "სპარტაკი" 8 ტურის შემდეგ გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია.
უკრაინის ჩემპიონატში სანდრო კობახიძის "კრივბასმა", უჩა ლობჟანიძის
"დნიპროს" უმასპინძლა და ნულოვან ფრეზე გაეყარა. "ლობომ" შეუცვლელად
ითამაშა, კობახიძე კი თამაშში 32-ე წუთზე ჩაერთო. "კრივბასმა" ბოლოსწინა
საფეხურზე აიწია, გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე კი უსაფრთხო ზონას
4 ქულით ჩამორჩება. "დნიპრო" 50 ქულით მეოთხეა.
ამ ტურში მორიგი ქართული დაპირისპირება შედგა. ერთმანეთს ვასილ გიგიაძის
"ტავრია" და სანდრო გურულის "კარპატი" დაუპირისპირდნენ. ორივე ქართველი
ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა. გიგიაძემ 54-ე წუთზე ყვითელი ბარათი
მიიღო, მოედანი კი 67-ე წუთზე დატოვა. გურული 61-ე წუთზე შეცვალეს.
"ობოლონთან" საშინაო მატჩში 1:0 გაიმარჯვა გიორგი გაბედავას
"ილიჩევეცმა". ქართველი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და
76-ე წუთზე შეცვალეს. "ილიჩევეცი" 28 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება.
დონეცკის "შახტართან" საშინაო მატჩში 0:2 დამარცხა ზაპოროჟიეს
"მეტალურგი", რომელშიც ირაკლი მოდებაძე ირიცხება. ქართველი ფეხბურთელი
განაცხადს მიღმა დარჩა.
გიორგი ქარქაშაძე goli.ge
|