ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ივლისი » 24 » ლეგიონერები
|
უკრაინის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში ვასო გიგიაძის "ტავრიამ" პირველი გამარჯვება მოიპოვა სეზონში დაამარცხა რა დონეცკის "მეტალურგი" ანგარიშით 2:1. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 72 წუთი დაჰყო მინდორზე. აღსანიშნავია, რომ დონეცკელება ერთადერთი საპასუხო გოლი სწორედ ვასოს გასვლის შემდეგ გაიტანეს 75 წუთზე.
შოთა არველაძის ხელმძღვანელობით ავსტრიულ შეკრებაზე მყოფმა "კაისერისპორმა”
მეორე ამხანაგური შეხვედრა გერმანიის პირველი ბუნდესლიგის "ჰანოვერთან”
ჩაატარა და 2:0 გაიმარჯვა.
არველაძემ, გუნდის ქართველი ახალწვეული ალექსანდრე ამისულაშვილი ამჯერადაც
ძირითად შემადგენლობაში ათამაშა და გამომდინარე იქიდან, რომ თურქებს გოლი
არ გაუშვიათ, ცენტრალურმა მცველმა დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად
გაართვა. შეგახსენებთ, რომ "კაისერმა” პირველი სპარინგი ადგილობრივ
"კაპფენბერგთან” (1:0) მოიგო.
მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას თურქული კლუბი 26 ივლისს პოლონურ "კორონასთან” ჩაატარებს.
"მსოფლიო სპორტი"
ლაშა სალუქვაძის "რუბინმა" რუსეთის პრემიერლიგაში
მე-14 ტურის მატჩი გამართა. ყაზანელებმა საკუთრ მოედანზე მოსკოვის "დინამო"
მიიღეს და პრინციპული მეტოქე 2:0 დაამარცხეს. ქართველმა მცველმა
ტრადიციულად 90 წუთი ითამაშა და უშეცდომო გახლდათ. ამ გამარჯვებით
"რუბინმა" 29 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ლიდერ
"ზენიტს" მთელი შვიდი ქულით ჩამორჩება, დაკარგული ქულებით კი მეორე
პოზიციაზე სულაც მოსკოვის "ცსკაა", რომელსაც 13 ტურის შემდეგ 27 ქულა აქვს
მოპოვებული.
fanebi.com
|
ნანახია: 790 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|