5 მაისს რუსთავის
”ფოლადის” სტადიონზე საქართველოს XXI ეროვნული ჩემპიონატის 33-ე ტურის
უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გაიმართება . . . ერთმანეთს ცხრილში I-II
საფეხურზე მყოფი გუნდები დაუპირისპირდებიან...
თუმცა სატურნირო მნიშვნელობით შეხვედრა არ გამოირჩევა .... ოლიმპი
ფაქტიურად ჩემპიონია, დინამო კი - მეორე საფეხურზე მყარად არის
რუსთავული გუნდი მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაშიც ოფიციალურად
გაიფორმებს ჩემპიონობას, მაგრამ როგორც გუნდის კაპიტანმა დავით იმედაშვილმა
განაცხადა გუნდი მოედანზე მოსაგებად გავა . . .
თბილისელებისთვის კი მთავარია დაამტკიცონ, რომ დღესდღეისობით საუკეთესო
გუნდია ”დინამო” და ჩემპიონატის საწყის ეტაპზე დაკარგული ქულები უბრალოდ
უდიდეს საკადრო პრობლემებთან იყო დაკავშირებული...
”დინამო” ბოლო პერიოდში შესანიშნავად ასპარეზობს... გავიდა თასის
გათამაშების ფინალში.. ზედიზედ დაამარცხა ”ვიტ ჯორჯია” და ”ზესტაფონი” და
ხვალინდელ შეხვედრას კარგი განწყობით ხვდება . . . თბილისელებისთვის ასევე
მნიშვნელოვანია ის ფაქტი , რომ მათთან გამარჯვებით არ გაინაღდოს ”ოლიმპმა”
ჩემპიონის ტიტული...
მიმდინარე სეზონში გუნდები 3-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და გუნდებმა
თითო-თითო გამარჯვებები მოიპოვეს..
-პირველ შეხვედრაში იმ დროისთვის დაუმარცხებელი ”ოლიმპი”
თბილისელებმა უშანსოდ 4-0 გაანადგურეს
-მეორე შეხვედრაში, რომელიც ბოლნისში ჩატარდა რუსთაველებმა
მინიმალური სხვაობით.. 1-0 დაამარცხეს თბილისის ”დინამო”
-მესამე შეხვედრაში უგოლო ფრე 0-0 დაფიქსირდა...
სულ კი ეს გუნდები ერთმანეთს 13-ჯერ დაუპირისპირდნენ:
6 შეხვედრა დინამომ მოიგო, 4 ოლიმპმა, 3 ფრედ დასრულდა
ბურთების შეფარდება 18-10
ჩემპიონატის შეხვედრებში 10-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს:
5 შეხვედრა დინამომ მოიგო, 3 ოლიმპმა, 2 ფრედ დასრულდა
ბურთების შეფარდება 13-6
დინამომ ორჯერ მოახერხა მეტოქის დიდი ანგარიშით დამარცხება:
27/09/2006 ეროვნული თასი: დინამო 3-0 ოლიმპი
13/09/1009 ეროვნული ჩემპიონატი: დინამო 4-0 ოლიმპი
მიმდინარე ჩემპიონატის სტატისტიკა: ოლიმპი-დინამო
ადგილი სატურნირო ცხრილში I-II
მოგება 24-19;წაგება 1-6;ფრე 6-7
გატანილი გოლი 64-51;გაშვებული გოლი 18-17
მშრალი კარი 21-23
გატანილი გოლი საშ.მატჩში 2 - 1,59
გაშვებული გოლი საშ.მატჩში 0,56 - 0,53
გუნდის საშუალო ასაკი 25,42 - 22,69
პირველი გატანილი გოლი საშუალოდ (წთ) 40 - 35
პირველი გაშვებული გოლი საშუალოდ (წთ) 33 - 46
უდიდესი გამარჯვება ბაია (6-0) - ბაია (6-0)
უდიდესი ანგარიშით მარცხი 0-4 დინამოსთან - 1-4 ზესტაფონთან
ყველაზე მეტი გოლი ოლიმპს გააქვს 50 - 60 შუალედში
ყველაზე მეტი გოლი დინამოს გააქვს ბოლო 10 წუთში
ბომბარდირი აკინო (26 გოლი) - აკირემი (10 გოლი)
სავარაუდო შემადგენლობა:
ოლიმპი: ჭანტურია, დათუნაიშვილი, ღონღაძე,
რეხვიაშვილი, კვარაცხელია, იმედაშვილი, დობროვოლსკი, ხუბუა, აკინო, იაშვილი
; მწვრთნელი: თ.მახარაძე
დინამო: ლორია, თომაშვილი, გ.კაშია, კაკუბავა,
ჩიკვილაძე, შ.კაშია, ედნილსონი, კოშკაძე, კახელიშვილი, თექთურმანიძე,
აკირემი ; მწვრთნელი: კ.კაჭარავა
არბიტრი-გ.ვადაჭკორია, ასისტენტები:ლ.თოდრია,
ლ.მიქელაძე, დამხმარე ლ.კვარაცხელია, დამკვირვებელი მ.მალაღურაძე
5 მაისი.17:00 რუსთავი ”ფოლადი” XXI ერ.ჩემპიონატი
ოლიმპი (რუსთავი) -
დინამო (თბილისი)