ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ორშაბათი, 19.08.2019, 17:25


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » ხვალ მესამედ დაიწყება
19:42
ხვალ მესამედ დაიწყება

   

 ხვალ მესამედ სტარტს აიღებს ნოდარ ახალკაცის სახელობის თბილისის ბავშვთა საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი, რომელიც რამდენიმე დღეს გასტანს.

    დღეს, თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები "ეროვნული" სტადიონის საპრესკონფერენციო  დარბაზში მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. პრესკონფერენციას ესწრებოდა "ეროვნული" სტადიონის დირექტორი ალექსანდრე შახოვიც.

    გრიგოლ ცაავა: "სერიოზულად ვემზადებით ფესტივალისთვის, გვინდა ყველაფერი ხარისხიანად და კარგად გავაკეთოთ. ნოდარ ახალკაცის ფესტივალი წლეულს მესამედ ტარდება, აქამდე ვერ მოხერხდა, რომ ტურნირი საერთაშორისო გამხდარიყო, თუმცა წლეულს შევძელით და ფესტივალი საერთაშორისო გახდა. რამდენიმე საათში სასომხეთიდან "მიკას" გუნდი ჩამოვა, ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი კიევის "დინამოს" მონაწილეობა. უკრინელებს დიდი სურვილი აქვთ ჩამოსვლის, მათგან პასუხს ახლაც ველოდებით.

    ფესტივალში პატარა ბავშვები თამაშობენ,  გვინდა ეს დღეები მათთვის დაუვიწყარი იყოს, ისინი სხვადასხვა საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. პატარა ბავშვები ახლა დგავენ პირველ ნაბიჯებს, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ საქართველოსა და ქართულ ფეხბურთს გამოადგნენ.

    დიდი მადლობა მინდა გადავუხადო "ეროვნული" სტადიონის დირექტორს ბატონ ალექსანდრე შახოვს, რომელიც ყველანაირად გვერდში დაგვიდგა და ბოლომდე გვერდში გვიდგას. მადლობა ყველას, ვინც ამ საქმეში დაგვეხმარა, მადლობა ჟურნალისტებს, რომლებიც ოპერატიულად აშუქებენ ყველაფერს".

    ალექსანდრე შახოვი: "ვცდილობთ, ყველანაირად გვერდში დავუდგეთ ბვშვთა ფეხბურთსა და თბილისის ფეხბურთის ფედერაციას, ძალიან  კარგი წამოწყებაა, ფაქტია, რომ ფესტივალი ყოველწლიურად ძალებს იკრებს და უფრო და უფრო სერიოზული ხდება. ძალიან დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვთა ფეხბურთს, სწორედ აქედან არის სწორი მუშაობა საჭირო, რათა შემდგომ შედეგები მოვიმკათ.

   ალბათ იცით, რომ ფესტივალის ფინალური მატჩები ეროვნულ სტადიონზე გაიმართება, ჩვენ ყველანაირად მზადყოფნაში ვხვდებით მოახლოებულ დღეს. ბავშვებისთვის ეროვნულ სტადიონზე თამაში დიდი პატივი იქნება, პატარებისთვის ეს დღე დაუვიწყარი უნდა იყოს".

    გოჩა თამაზაშვილი: "ყველა ბავშვს საჩუქრად სპორტული ფორმა გადაეცემათ, დაურიგდებათ ბურთები, საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს დამატებით დიპლომები და თასები გადაეცემათ. რაც შეეხებათ მწვრთნელებს, ისინი სპორტული ქურთუკებით დასაჩუქრდებიან.

    დღეს საღამოს სასომხეთის გუნდი ჩამოდის, 22 მაისს კი ტექნიკურ სპონსორს რიჩარდ სალერს ველოდებით, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღით გვეწვევა. თუ ჟურნალისტების სურვილიც იქნება ბატონ სალერთან შეხვედრის, გარკვეული დროით მასთან გასაუბრებაც იქნება შესაძლებელი.

    გვინდა ფესტივალი ლამაზად ჩატარდეს, გულშემატკივარს ბევრი სურპრიზი ელის, იმედია გულშემატკივარი მრავლად მოვა და ყველა ერთად კარგ სანახაობას ვიხილავთ".

    რევაზ მგელაძე: "დიდი შანსია ფინალურ მატჩებსა და დახურვის ცერემონიას ქვეყნის პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი დაესწროს, მთავრობიდანაც ველით სტუმრებს.

    დღეს საღამომდე რეგიონებიდან ჩამოვლენ სტუმრები და სხვადასხვა სასტუმროებში მოთავსდებიან, ხვალ დილას კი ფესტივალში ჩაერთვებიან. ყველა საფეხბურთო სკოლაში გამკაცრებული იქნება დაცვა, რათა ექსესებს ადგილი არ ჰქონდეს, მადლობა კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, მადლობა ბატონ დავით ქირიას.

    ფინალური მატჩების დროს თავისი მორიგი რეკორდის დამყარებას ეცდება გოდერძი მახარაძე, რომელიც განსაკუთრებულად ემზადება 23 მაისისთვის".

თბილისის ფეხბურთის ფედერაცია

ნანახია: 637 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2019
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!