საფეხბურთო კლუბ "ვოლგას" ოფიციალური საიტის ცნობით, ქართველი
ფეხბურთელები, გიორგი ნავალოვსკი და გოჩა ხოჯავა კარიერას ნიჟნი-ნოვგოროდულ
კლუბში გააგრძელებენ.
ნავალოვსკი ბოლოს აზერბაიჯანული ბაქოს "ინტერის" ღირსებას იცავდა,
რომლის რიგებშიც ქვეყნის ჩემპიონი გახდა, ხოჯავა კი, მახაჩკალის ''ანჟის''
რიგებში ირიცხებოდა. შეგახსენებთ, "ვოლგას" მთავარი მწვრთნელი ომარ თეთრაძეა, ხოლო ამ გუნდის
რიგებში კიდევ ორი ქართველი გამოდის, ედიკ საჯაია და ოთარ მარცვალაძე.
goli.ge
|