ინგლისური ”რედინგისა” და საქართველოს ნაკრების მცველმა ზურაბ ხიზანიშვილმა გუნდში დარჩენის სურვილი გამოთქვა. შეგახსენებთ, რომ ხიზანა ”რედინგში” ”ბლექბერნიდან” არის განათხოვრებული.
როგორც Bracknell Forest Standard იუწყება, 28 წლის ქართველმა მცველმა უკვე დაავალა თავის აგენტს ”ბლექბერნთან” მოლაპარაკების დაწყება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ზურა ”ბლექბერნს” კიდევ ერთი წელი ეკუთვნის.