ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 20.04.2024, 00:55


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 28 » ხიზანიშვილი შოთასთან "ქაისერში"?
14:55
ხიზანიშვილი შოთასთან "ქაისერში"?


ბოლო ორი წელიწადია, რაც საქართველოს ნაკრების მცველ ზურაბ ხიზანიშვილს "ბლექბერნის" თავკაცი სემ ელერდაისი აღარ ენდობა. ჩვენებური სათამაშო პრაქტიკას ითხოვს, მას ბლექბერნელთა გუნდში თამაში არ უწევს და ერთობლივი შეთანხმებით, ზურა ჯერ "ნიუკასლში" იყო განათხოვრებული, მერე კი "რიდინგში". სწორედ ამ უკანასკნელ კლუბში ჩაამთავრა ხიზანიშვილმა წინა სეზონი. თუმცა წლევანდელ 30 ივნისამდე, ჩვენებური კონტრაქტით "ბლექბერნს" ეკუთვნოდა და ზურაც "რიდინგიდან" ელერდაისის გუნდში დაბრუნდა.

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ ივნისში, "რიდინგის" თავკაცმა ბრაიან მაკდერმოტმა საჯაროდ განაცხადა, რომ ქართველი მცველის შენარჩუნება სურდა, მაგრამ მის კლუბს ფინანსები არ ჰყოფნიდა - ხიზანიშვილის კონტრაქტის გამოსყიდვის სანაცვლოდ კი "ბლექბერნი" 1 მილიონ ევროს ითხოვდა. ზურასაც ისღა დარჩენოდა "ბლექბერნში" დაბრუნებულიყო და ახალი სეზონისთვის გუნდთან ერთად დაეწყო მზადება. ჩვენებური ასეც მოიქცა, მაგრამ ამხანაგურ მატჩებში მხოლოდ დუბლებში უწევდა თამაში. რა თქმა უნდა, ამას ხიზანიშვილი ვერ შეეგუებოდა და აგენტმა ივან ბენეშმა "ბლექბერნის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები წამოიწყო.

როგორც ჩანს, ამან შედეგი გამოიღო. უკვე გადაწყვეტილი ამბავია, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, "ბლექბერნმა" ხიზანიშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა. შესაბამისად, ქართველ მცველს შეუძლია თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშუროს სხვა კლუბს. ბრიტანული ვებგვერდების mirrorfootball.co.uk-სა და lancashiretelegraph.co.uk-ს მიერ გავრცელებული ცნობებიც ამას ადასტურებს.
ბუნებრივია, საინტერესოა თუ სად გააგრძლებს კარიერას ეროვნული ნაკრების მცველი. ჩვენი ინფორმაციით, ხიზანიშვილი თუ ბრიტანეტში დარჩენას გადაწყვეტს "რიდინგს" მიაშურებს. გარდა ამისა, მისით ორი თურქული კლუბია დაინტერესებული, შოთა არველაძის "ქაისერისფორი" და "ანკარაგუჯუ".


"ლელო"

ნანახია: 769 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!