თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები საფეხბურთო სკოლებს
ესტუმრნენ და მოედნის ვარგისიანობა შეამოწმეს.
გეცოდინებათ, რომ 18-23 მაისს ნოდარ ახალკაცის სახელობის ბავშვთა
მესამე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ჯგუფური თამაშები და ფლეი-ოფის
მატჩები რამდენიმე სკოლაში ჩატარდება, ფინალურ თამაშებს კი "ეროვნული"
სტადიონი უმასპინძლებს. გადაწყდა, რომ ჯგუფური და ფლეი-ოფის
მატჩები "ირაოს", "ავაზას", "ნ. დინამოს", 35-ე სკოლის, "საბურთალოს", "მთ.
გლობუსისა" და "ოლიმპის" სკოლებში გაიმართება. "ოლიმპის" საფეხბურთო სკოლა
გუნდებს ჯიქიას ქუჩაზე და სან-ზონაში მიიღებს.
თბილისის ფეხბურთის ფედერაცია თბილისის ფეხბურთის ფედერაცია Tbilisi Football Federation
|