ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ივლისი » 21 » ქართველი ლეგიონერები სიმბოლურში
17:50 ქართველი ლეგიონერები სიმბოლურში |
რუსეთის პრემიერლიგის მორიგ ტურში ლაშა სალუქვაძის "რუბინმა" ჯანო ანანიძის
მოსკოვის "სპარტაკი" სტუმრად 1:0 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ამ
შეხვედრაში ორივე ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში იყო. სალუქვაძემ მატჩი
ჩაამთავრა, ანანიძე კი 55-ე წუთზე შეცვალეს. ტურის შედეგების შეჯამებისას,
პოპულარულმა "სპორტ ექსპრესმა" ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და
მოსკოვურ მატჩში გამორჩეული ლაშა სალუქვაძეც არ დავიწყნია. ჩვენი ნაკრების
მცველის თამაში გამოცემამ 6 ბალით შეაფასეს და სიმბოლურ ნაკრებში ჩვეულ
პოზიციაზე, მარჯვენა მცველად დაასახელეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ოთარ მარცვალაძე, რუსეთის
პირველ დივიზიონში პირველი წრის დასრულების შემდეგ, ამპლუების მიხედვით
შერჩეულ საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის მოხვდა.
პირველი წრის სიმბოლური ნაკრები რუსულმა ინტერნეტ-გამოცემა
onedivision.ru-მ დაასახელა, რომელიც უშუალოდ პირველ დიზიონში მიმდინარე
მოვლენების გაშუქებითაა დაკავებული.
მარცვალაძე "ვოლგაში” მიმდინარე სეზონის დაწყებამდე გადავიდა და გუნდს რომ
პირველის წრის შემდეგ მე-3 ადგილი უკავია, მისი დიდი დამსახურებაა –
ქართველმა ლეგიონერმა 18 მატჩში 9 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ "ვოლგას” თავკაცი ომარ თეთრაძეა, ხოლო მარცვალაძის
გარდა, გუნდში კიდევ სამი ქართველი ფეხბურთელი – ედიკ საჯაია, გოჩა ხოჯავა
და გიორგი ნავალოვსკი გამოდის.
|
ნანახია: 863 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|