ეს ერთი კვირაა საკმაოდ მძაფრი პროტესტი აგორდა 1 არხის მიმართ. ამის
მიზეზი კი ისაა, რომ ე.წ. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 25 მაისს არ გადასცა
კამერუნი-საქართველოს ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩის პირდაპირი
რეპორტაჟი. ”არ გადასცა” მსუბუქად ნათქვამია, მეორე დღეს მხოლოდ დილის
გადაცემაში ახსენეს, რომ ეს თამაში გაიმართა და ფრედ ანგარიშით 0:0
დასრულდა. მატჩამდე 2 დღით ადრე 1 არხის პროტესტანტებმა ფორუმი გავხსენით.
საბოლოოდ ჩვენი სათქმელი 1 არხის ხელმძღვანელობამდე მივიდა, მაგრამ პასუხს
არავინ გვცემს. ფორუმის ადმინისტრატორი თავის გამართლებას შეეცადა, მაგრამ
მემგონი თვითონაც იცის, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა. მისი სიტყვებით,
საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხის დაკვეთას ასრულებს, თუმცა საიტის ფორუმით
ხალხის დაკვეთას ვერ გაიგებ. თურმე, დაკვეთაც ჩვენ უნდა გავარკვიოთ.
არადა, სხვადასხვა საიტის ფორუმები თუ კომენტარები სავსე იყო სურვილით, 1
არხს ეჩვენებინა მატჩი. ფორუმის ადმინისტრატორმა ისიც დაწერა, რომ უახლოეს
მომავალში სპორტული პროდიუსერები გააკეთებდნენ განცხადებას, მაგრამ ჯერ
კიდევ მხოლოდ კითხვებია, პასუხის გამცემი კი არ ჩანს. დავით მინაშვილმა (1 არხის სპორტული პროდიუსერი)ორშაბათს გადაცემა ”გოლში” საერთოდ არ ისურვა ამ
თემაზე კომენტარის გაკეთება. ეს დუმილი კი საკმაოდ გამაღიზიანებელია. არ გვქონდა იმის ილუზია, რომ ე.წ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მესვეურები მოახდენდნენ ”სასწაულს” და თამაშს
აჩვენებდნენ, მაგრამ ჩვენი პროტესტი უნდა ყოფილიყო მაგალითი 1 არხისთვის,
რომ შემდეგში მსგავსი უპატივცემულობა აღარ განმეორებულიყო.მაგრამ ნურას უკაცრავად. 30 მაისს, საქართველოს
21 წლამდელებს უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვთ შვეიცარიელ ახალგაზრდებთან.
თამაში აქ, ეროვნულ სტადიონზეა, თუმცა 1 არხი არც ამ მატჩის პირდაპირ
რეპორტაჟს აპირებს. მიზეზი ახლა უფრო სოლიდური აქვთ, 30 მაისს თბილისის
მერისა და საკრებულოს არჩევნებია და სანამ არჩევნები არ დამთავრდება,
არანაირი ცვლილება ტელევიზიის პროგრამაში არ მოხდება. ასე რომ, ამათთან არც
თხოვნა ჭრის და არც გინება. ჩვენ, ვინც თბილისში ვართ, კიდევ არა გვიჭირს,
წავალთ სტადიონზე და ვუქომაგებთ საქართველოს მომავალს, მაგრამ რა უნდა
გააკეთოს რეგიონებში მაცხოვრებელმა ხალხმა, ვისაც გულით უნდა მატჩზე
დასწრება, მაგრამ ვერ ახერხებს? თუ მაინცდამაინც 24 საათიან რეჟიმში უნდა
გააშუქონ არჩევნები, ხომ შეიძლება ის ორი საათი 2-ე არხზე გადავიდეს
პოლიტიკა? რეგიონებში უმეტესად 3 ძირითადი ტელეარხი აჩვენებს და რეგიონის
მოსახლეობა, ვისაც არჩევნები აინტერესებს, არ დარჩება პოლიტ/ინფორმაციულ
ვაკუუმში. სამაგიეროდ, მეორე დღის დილას უნდა დაელოდოს, რომ საფეხბურთო
შედეგი გაარკვიოს და იმასაც ან ახსენებენ ან საერთოდ არ იტყვიან. სტატიას
კი დავით მინაშვილის სიტყვებით დავასრულებ, რომელიც ”დინამო”-”ვიტ ჯორჯიას”
მატჩის შემდეგ თქვა: ”მთელი ზაფხული ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით და
მაქსიმალურად შევეცდებით ყველაფერი გავაშუქოთ”. დიდი მადლობა 1 არხს,
მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირებისათვის !!!
მეც გიერთდებით......მიუხედავად იმისა რომ 30 მე სტადიონზე უნდა ვიყო,უბრალოდ ვთხოვ 1 არხის ხელმძღვანელობას რო გადასცეს ეს მატჩი პირდაპირ ეთეში,მიუხედავათ იმისა რო ზეწოლა დიდია პოლიტიკური ამ დგესთან დაკავშირებით და საერთოდაც,უბრალოთ გაუგოთ იმ გულშემატკივარს ვინც რეგიონებში ცხოვრობს და ჯერ კიდევ გულით უყვარს ქართული ფეხბურთი......
უმორჩილესად ვთხოვ 1 არხის ხელმძღვანელობას 2 საათი დაუთმოს იმ ხალხს, ვინც გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებს სტადიონზე მისვლას. აჩვენეთ თამაში. ეს ხო არ არის ამხანაგური, რომელსაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს მატჩი არის ძალიან მნიშვნელოვანი. გთხოვთ პირდაპირი რეპორტაჟი გააკეთეთ.
es Levana70 Tua gtxov ar danebde. pexebze kidiat da miigeben ise rom gonze moviyvant. statias amis shesaxeb aravin wers da shenc ro gacherde mere raRa gveshveleba? xalxo ertad davdget VS ANELIA FACE TV.
auuu magraad texaaavs to kai tbiliselebi wavalt tamashze magram regionebma ra qnan too ... nu gvayurebinebt am serileeebs ra da nu achlungebt xalxs !!!!! eseti principuli tamashia bichebs padeshka mivceeeet tooo !! :
დღეს ყველას დიდი მადლობა ვინც ჩემს გვერდით იყო. ხვალ დღის მეორე ნახევარში ვიწყებ მუშაობას. მანამდე იქნებ კიდე დადოს ხალხმა კომენტარები. რაც შეეხება სმაილების დადებას, მერაბ, საიტზე რომ დარეგისტრირდები , მერე უკვე შეგეძლება სმაილების დადებაც. ისე საინტერესო სმაილებია. აბა, ხვალამდე და კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა 1 არხის ”პროტესტანტებს”.
eh dzalian samwuxaroa magram ar ainteresebt xalxis azri, arada daigala xalxi amdeni politikit, erti pexburtia rac gviyvars da ragbi da imasac agar gvachveneben. mitumetes ak aris tamashi da sadgacidan xva kveynidan ar aris sachiro transliacia.
ლევან, ძმა გული არ გაიტეხო. ხო ხედავ ღამის 2 საათია და ისევ გამხნევებ. ეხლა ღამეა და იმიტომ არ აქტიურობენ, ხვალ გააქტიურდებიან. 1 არხო ე.წ. საზოგადოებრივო არხო ე.წ. ანელია ფეის ტივი აჩვენე თამაში, თორემ ძალიან გავბრაზდებით. სმაილები როგორ უნდა დავდო?