ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ოთხშაბათი, 24.04.2024, 21:05


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 9 » ქართველები ევროპის ლიგაზე
02:00
ქართველები ევროპის ლიგაზე
http://allsoccer.ge/23/europeanleague.jpg

გუშინ გაიმართა ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრები.

ორივე ქართულმა კლუბმა გადალახა ეს ეტაპი, ,,დინამო''-მ სტუმრად 0:0 ითამაშა ტალინში ,,ფლორა''-სთან და შინ 2:1 მოგების წყალობით მეორე ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე შვედური ,,გეფლე'' იქნება, რომლებმაც თავისთავად 2:1/2:0 აჯობეს ფარერულ ,,რუნავიკს''.

სკ ,,ზესტაფონმა'' კი შინ 5:0 მოგების შემდეგ სტუმრად უსაზღვროდ დიდი უპირატესობის და უამრავი მომენტის მიუხედავად გოლის გატანა ვერ მოახერხა სან მარინოს ,,ფაეტანო''-ს კარში და 0:0 დაასრულა შეხვედრა, მეორე ეტაპზე ,,ზესტაფონი'' სლოვაკურ ,,დუკლა''-ს გაეჯიბრება.

დღესვე იასპარეზეს ქართველი ლეგიონერების კლუბებმა და მეტ-ნაკლები წარმატებით გამოირჩნენ.

შინ 4:1 მოგების შემდეგ გიორგი ადამიას ,,ყარაბახმა'' სტუმრად 1:1 ითამაშა მაკედონიურ ,,მეტალურგ''-თან და შემდეგ ეტაპზე გავიდა, პირველ მატჩში გატანილი გოლის დარად ადამიას თავი არ გამოუჩენია ამ შეხვედრაში, თუმცა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 83-წუთამდე ითამაშა.

მეორე აზერბაიჯანული კლუბი ლენქორანის ,,ხაზარი'', რომელშიც დავით იმედაშვილი გადავიდა ახალხანს, სტუმრად 0:0 დასრულების შემდეგ მოლდოვურ ,,ოლიმპია''-სთან, შინ 1:1 დასჯერდა და პირველი ეტაპიდანვე დიდი ამბიციების მიუხედავად გამოეთხოვა გათამაშებას, პირველი მატჩის დარად იმედაშვილი ამჯერადაც სასტარტოში იყო და სრულად ითამაშა კიდეც. 93-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

გათამაშებას გამოეთიშა სომხური ,,ულისე''-ც, შინ 0:0 შემდეგ, სტუმრად 0:1 წააგო ებრაულ ,,ბნეი იეჰუდა''-სთან, ამ შეხვედრაში ოთხივე ქართველმა ფეხბურთელმა იასპარეზა ერევნელების შემადგენლობაში, სამი მათგანი უგრეხელიძე, თიბილაშვილი და კრასოვსკი ძირითადში იყვნენ, ხოლო შოთა ჯიქია 72-წუთზე შევიდა მინდორზე, თიბილაშვილი 67-ზე შეცვალეს.

კიდევ ერთი ქართველებით სავსე კლუბი კიშინიოვის ,,დაჩია'' სტუმრად 1:1 თამაშის შემდეგ, შინაც დაუზავდა ჩერნოგორიულ ,,ზეტა''-ს 0:0 და მეორე ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. პირველ შეხვედრაში წითელი ბარათის მიღების გამო დისკვალიფიკაცია ქონდა დავით გამეზარდაშვილს. ლევან კორღალიძე და მამუკა ლომიძე ძირითადში იყვნენ, ხოლო ვასილ ღუჭაშვილი რომელსაც პირველ შეხვედრაში არ უთამაშია ამჯერად 90+1-ზე გამოჩნდა მინდორზე, ლევან კორღალიძე 84-წუთზე შეცვალეს.

უნგრულმა ,,დიორმა'' შინ 3:1 დაამარცხა (სტუმრად 2:2) სლოვაკური ,,ნიტრა'', შეხვედრაში ანგარიში რატი ალექსიძემ გაათანაბრა, რომელიც სასტარტოში იყო და 75-წუთამდე ითამაშა კიდეც. თეიმურაზ შარაშენიძე კი სათადარიგოთა შორის იყო. უნგრელები შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

მეორე ეტაპის შეხვედრები 15 და 22 ივლისს გაიმართება.


championat.ge
ნანახია: 826 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!