გუშინ რუსულ პრემიერლიგაში
მე-12 ტურის დარჩენილი შეხვედრები გაიმართა. მოსკოვში ადგილობრივმა
”ლოკომოტივმა” მახაჩყალის ”ანჟის” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
მასპინძლებს მალხაზ ასათიანი კაპიტნობდა, რომელმაც 90 წუთი დაჰყო
მინდორზე.
უკრაინის ვიშა ლიგის პირველ ტურში უჩა ლობჟანიძის
”დნეპრმა” ლვოვის ”კარპატის” უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ლობჟანიძემ
დაცვის მარჯვენა ფრთაზე 90 წუთი ითამაშა. სტუმართა რიგებში 78-ე წუთზე
მინდორზე სანდრო გურულიც შემოვიდა, თუმცა საკუტარი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.
დონეცკში ადგილობრივმა ”შახტარმა” კრივოი როგის ”კრივბასს” 2:0 აჯობა. ბექა გოცირიძე 26-ე წუთზე შემოიყვანეს. სანდროკობახიძე სკამიდან არ წამომდგარა.
შეცვლაზე ვიხილეთ ვასილ გიგიაძეც, რომელიც ”ტავრია”-”მეტალისტის” დაპირისპირებაში მინდორზე 64-ე წუთზე გამოჩნდა. სტუმრებმა 1:0 გაიმარჯვეს.
___________________________________________________________________________________________________________________________________
უკვე ვიუწყებოდით, რომ
რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში ნალჩიკის ”სპარტაკმა”
გროზნოს ”ტერეკს” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. დამარცხებულთაგან ერთი
გოლი ლევან გვაზავას ანგარიშზეა, რომელიც მინდორზე მეორე ტაიმში გამოჩნდა
და 5 წუთსი გოლის გატანა მოახერხა.
გთავაზობთ აღნიშნული შეხვედრის ვიდეომიმოხილვას.