ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               სამშაბათი, 20.08.2019, 05:53


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 19 » ქართული ლეგიონი (სრულად)
01:26
ქართული ლეგიონი (სრულად)
http://b.pix.ge/p/2ynx3.jpg

რუსეთის პრემიერლიგის მე-13 ტური ნავსიანი გამოდგა ჯანო ანანიძის "სპარტაკისათვის", რუსეთის "სახალხო გუნდი" მშობლიურ არენაზე დამარცხდა ჩემპიონ "რუბინთან" - 0:1. ამ შეხვედრაში ქართული დაპირისპირება ვიხილეთ ანანიძე - ლაშა სალუქვაძის წინააღმდეგ. ანანიძე პირველ ტაიმში სუპერაქტიური იყო - მე-10 წუთზე მან ძალიან კარგად დაარტყა შორიდან, თუმცა რიჟიკოვმა ბურთი აკრობატულ ნახტომში კუთხურზე მოიგერია. 44-ე წუთზე სტუმართა ხარიხადან უკან გამოვარდნილ ბურთს ანანიძე "მაკრატელათი" ურტყამდა, რიჟიკოვი კორპუსით გადაეფარა ბურთს და ისე იხსნა "რუბინი", პირველი ტაიმის დამატებით წუთზე კი ჯანომ ორ მცველს შორის შეძლო დარტყმა, მეკარემ რის ვაივაგლახით მოიგერია ბურთი წინ, თუმცა დამატებაზე ვერავინ იყოჩაღა. ყველა ამ მომენტის გათვალისწინებით, უცნაურია, რატომ შეცვალეს ქართველი 55-ე წუთზე. არც "ჩემპიონატ რუს" შეფასება გვეჩვენება ობიექტურად - მხოლოდ 5,5. სალუქვაძემ შეუცვლელად ითამაშა და 6 ბალი მიიღო, მე-18 წუთზე მან "რუბინი" აშკარა გოლისგან იხსნა, როცა იბსონს ბურთი ბოლო მომენტში ააცალა.

"რუბინი" 26 ქულით მე-2 ადგილზეა, ხოლო "სპარტაკი" 16 ქულით მხოლოდ მე-10 ადგილზეა. "ანჟიმ" სტუმრად მოულოდნელად 4:1 გაანადგურა "ტომი". მახაჭყალის გუნდში დღითიდღე იკლებს ქართველ ლეგიონერთა რიცხვი, ბოლოს კლუბი გოჩა ხოჯავამ დატოვა. ამ შეხვედრაში 90 წუთი მხოლოდ დავით კვირკველიამ (6 ბალი) ითამაშა, ნუკრი რევიშვილი კი სათადარიგო იყო, 18 წლის გიორგი ილურიძე კი 78-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. 76-ე წუთზე კვირკველიამ 40 მეტრიდან ყუმბარისებურად გაისროლა, ბურთი ხარიხას მოხვდა და უკან შებრუნდა მოედანზე, სადაც ყველას ცორაევმა მიასწრო და გოლი გაიტანა.

ლევან გვაზავას "ტერეკმა" 1:0 მოუგო "ამკარს", ქართველი ნახევარმცველი 75-ე წუთზე შეცვალეს (შეფასება - 5,5). "ტერეკი" 17 ქულით მე-9 ადგილზეა. მალხაზ ასათიანის "ლოკომოტივმა" 3:0 გაანადგურა "ალანია", ასათიანმა 90 წუთი ითამაშა (6 ბალი), "ლოკომოტივი" 21 ქულით მე-5 ადგილზეა.

უკრაინის ვიშალიგაში II ტური გაიმართა. უგოლოდ დასრულდა "კრივბასისა" და "კარპატის" შეხვედრა. ბოლო დროს "კარპატის" თამაშით უფრო დავინტერესდით, რადგან დიდი შანსია უეფას ლიგის გათამაშებაში ეს დასავლეთუკრაინული გუნდი "ზესტაფონის" მეტოქე გახდეს. მათი მარჯვენა ნახევარმცველი სანდრო გურული ბევრ ხიფათს ქმნიდა პირველ ტაიმში, თუმცა 56-ე წუთზე ქართველი შეცვალეს, რადგან დაღლა დაეტყო. "კრივბასში" არც ბექა გოცირიძეს უთამაშია და არც სანდრო კობახიძეს (ორივემ წინა დღით დუბლებში ითამაშა). უჩა ლობჟანიძის "დნიპრომ" 2:0 მოუგო "ვოლინს", ჩვენებურმა ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშა მასპინძელთა რიგებში.
"სევასტოპოლისა" და "მეტალისტის" მატჩში (0:0) მასპინძელთა განაცხადში გამოჩნდა სანდრო შუბლაძე. "ვორსკლა"-"ილიჩევეცშიც" (1:3) ოდენ სათადარიგო იყო სტუმართა ფორვარდი გიორგი გაბედავა. ქართველთა გუნდებიდან ყველაზე უკეთ "დნიპრომ" დაიწყო, ლობჟანიძეს და კომპანიას ორი მატჩის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი აქვს. "ტავრია" კიევის "დინამოს" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. ვასილ გიგიაძე 66-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში.

ფინეთის იკონენლიგის მე-13 ტურში გიორგი ოსიტაშვილის "კოტეპე" სტუმრად ტპვ-ს დაუზავდა - 0:0. ოსიტაშვილმა 90 წუთი ითამაშა, ის 75-ე წუთზე გააფრთხილეს. გუშინ ირაკლი სირბილაძემ ჩემპიონატში მე-7 გოლი გაიტანა, მან პოპა-ს კარში 29-ე წუთზე გახსნა ანგარიში, თუმცა ქართველი ლეგიონერის კპვ-მ მაინც დათმო - 1:2. ყველასთვის მოულოდნელად ერთპიროვნული ლიდერი "როვანიემი" სტუმრად "ვიკინგიტთან" განადგურდა - 0:3. "როვანიემის" რიგებში ვალტერ და პავლე ხორგუაშვილები თამაშობენ. "როვანიემი" 30 ქულით მაინც პირველია და უახლოეს კონკურენტს 6 ქულით უსწრებს. სირბილაძე ბომბარდირთა დავაში მხოლოდ "როვანიემის" ფორვარდ ჩილეშე ჩიბვეს ჩამორჩება, ზამბიელს 9 გოლი აქვს გატანილი.

ყაზახეთის ჩემპიონატში თავი გიორგი ფეიქრიშვილმა გამოიჩინა, მისმა გუნდმა გიორგის გოლის წყალობით 1:0 დაამარცხა "ტარაზი".

"ლელო"
ნანახია: 580 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2019
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!