საქართველოს უმაღლეს და პირველ ლიგაში მოასპარეზე
რამდენიმე კლუბი 1 დოლარად გაიყიდება. ამასთან დაკავშირებით ტელეკომპანია
იმედის ეთერში გასული საინფორმაციო გამოშვებიდან შევიტყვეთ. საუბარია,
ქუთაისის ტორპედოს, დინამო ბათუმის, რუსთავის ოლიმპის, ბოლნისის სიონისა და
სამტრედიის გაყიდვაზე ინვეტორზე სიმბოლურ ფასად, 1 დოლარად. ეს პროექტი,
ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით ხორციელდება და იგი უზრუნველყოფს კლუბის
განვითარებას, კერძო კომპანიის მიერ. საინტერესოა, რამდენად გაამართლებს ეს
პროექტი და შეიძენს თუ არა რომელიმე კომპანია ზემოთ ჩამოთვლილ კლუბებიდან
ერთ–ერთს.
თორნიკე ცირამუა fanebi.com
|