ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ივლისი » 16 » ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები
13:21 ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები |
დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში
გაიმართება ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის III ეტაპების კენჭისყრა.
ჩემპიონთა
ლიგაში რუსთავის ,,ოლიმპმა'' მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად 0:2
წააგო ყაზახურ ,,აქტობესთან'', 20-ივლისს კი რუსთავში გაირკვევა შემდეგ
ეტაპზე გასულის ვინაობა, უკვე ცნობილია იმ 5-სავარაუდო მეტოქის ვინაობა
რომელიც ამ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე,
ესენი არიან:
ბაზელი ჰაპოელი/ჟელეზნიჩარი 5:0 მეტალურგსი/სპარტა
0:3 ლიტექსი/რუდარი 1:0 დინამო ზ./კოპერი 5:1
დღესვე
თბილისის დროით 15:30-ზე ჩატარდება ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო
ეტაპის კენჭისყრაც, სადაც შედარებით უკეთესად გვაქვს საქმე, ,,დინამომ'' და
,,ზესტაფონმა'' გუშინ დიდი ნაბიჯები გადადგეს მესამე ეტაპზე გასასვლელად
და იმედია 22-ივლისს საბოლოო წერტილებსაც დაუსვამენ და გაიფორმებენ მესამე
ეტაპის საგზურს, მაშ ასე ,,დინამოს'' მესამე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში
სავარაუდო მეტოქეები იქნებიან:
ანორთოსისი/შიბენიკი 0:2 შაულიაი/ვისლა
0:1 ბეშიქთაში/ვიკინგური 3:0 ბესა/ოლიმპიაკოსი 0:5 შტურმი
სკ
,,ზესტაფონს'' მესამე ეტაპზე გასვლის შემთქვევაში შესაძლო მეტოქეებად
ეყოლება:
იუვენტუსი ცსკა სოფია ტიმიშოარა ელფსბორგი/ისკრა
2:1 რეიკიავიკი/კარპატი
რაც შეეხება სკ ,,ვიტ ჯორჯიას'',
რომელმაც გუშინ მორიგი შავი ფურცელი ჩაწერა ისტორიაში, წააგო რა ჩეხურ
,,ბანიკთან'' 0:6. სიმბოლურად მაინც გთავაზობთ ამ წყვილში გამარჯვებულის
(რაღა გამოცნობა ჭირდება) მეტოქეთა ჩამონათვალს .
სტაბეკი/დნეპრი
2:2 ბეროე (ბულგ) რაბოტნიჩკი/მიკა 1:0 ჰონკა/ბანგორი 1:1 ზრინსკი/ტრე
პენე 4:1
როგორც ხედავთ ყველაზე მეტად სწორედ ჩემპიონსა და
თასის მფლობელს, შესაბამისად ,,ოლიმპს'' და ,,ვიტ ჯორჯიას'' გაუმართლათ
კენჭისყრაში, მაგრამ ყველაზე ცუდად სამწუხაროა რომ სწორედ ეს ორი კლუბი
ასპარეზობს.
championat.ge
|
ნანახია: 814 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|