აზერბაიჯანული კლუბებისათვის ტრადიციად ქცეული მოსამზადებელი ეტაპის ნაწილის საქართველოში ჩატარება ამ სეზონშიც გაგრძელდა, გასულ უქმეებზე უკვე 2-აზერბაიჯანული კლუბი ეწვია საქართველოს, მიმდინარე კვირაში კი მინიმუმ 1-აზერულ კლუბს კიდევ ვიხილავთ საქართველოში. გასულ უიკ-ენდზე 2 ქართულ-აზერბაიჯანული დაპირისპირება შედგა, ჯერ თბილისში ცხინვალის ,,სპარტაკმა’’ 2:1 დაამარცხა ,,თურანი’’, ხოლო ფოთის ,,კოლხეთმა’’ 1:0 სძლია ,,განჯას’’, რომლის რიგებშიც ლევან მელქაძემ ითამაშა. დღეს ურეკში ზუგდიდის ,,ბაია’’ დაუპირისპირდება ,,განჯას’’. 29-ივლისს ქუთაისში ცენტრალურ სტადიონზე ,,ტორპედო’’ ლენქორანის ,,ხაზარს’’ უმასპინძლებს, ხოლო 30-ივლისს თბილისში ,,ვიტ ჯორჯია’’ ,,თურანს’’ შეხვდება.
|