ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               სამშაბათი, 20.08.2019, 05:49


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 13 » კლინტონს ბათუმის სტადიონის ახალი მაკეტი გააცნეს
22:13
კლინტონს ბათუმის სტადიონის ახალი მაკეტი გააცნეს
http://b.pix.ge/f/12apc.jpg 
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჰილარი კლინტონს მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის სამომავლო პროექტები გააცნო. სხვა დანარჩენ პროექტებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ბათუმში, ჰოლანდიელების მიერ ასაშენებელი სტადიონის პროექტიც უჩვენა.
პრეზიდენტის რეზიდენციაში გამოფენილი სტადიონის მაკეტი რადიკალურად განსხვავდება იმ პროექტისგან, რომლის პრეზენტაციაც ბათუმში, ანგისის სტადიონზე MGO Group-მა 14 ივლისს გამართა. MGO Group-ის პარტნიორი ქართული კომპანია "გზის" დირექტორი, მალხაზ დუმბაძე AdjaraNews-თან საუბარში აცხადებს, რომ ახალი პროექტის მიხედვითაც, სტადიონი ანგისის ტერიტორიაზე განთავსდება. მისი ინფორმაციით, ახალი მაკეტი იაპონური ფირმის, TAGO-ს არქიტექტორს, ტაცუია იამამოტოს ეკუთვნის. "ძველ პროექტთან შედარებით, ახალი სტადიონის მშენებლობა, სავარაუდოდ, უფრო იაფი დაჯდება, რადგანაც იამამოტოს პროექტის მიხედვით, სტადიონის კონსტრუქცია გაცილებით მსუბუქი იქნება. ასევე, მოდერნიზება განიცადა სავაჭრო ცენტრმაც, რომელიც სახეს შეიცვლის. სტადიონთან აუცილებლად განთავსდება სავარჯიშო მოედანი, რომელიც უეფას სტანდარტებს დააკმაყოფილებს," - განაცხადა მალხაზ დუმბაძემ.
ახალი მაკეტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ აჭარის ფეხბურთის ფედერაციაში, თუმცა აცხადებენ, რომ სტადიონის მშენებლობა ოქტომბრიდან დაიწყება.
ძველი მაკეტის მიხედვით, სტადიონი ანგისის დასახლებაში მდებარე სპორტული კომპლექსის ადგილას უნდა აგებულიყო. სტადიონთან ერთად იგეგმებოდა სავარჯიშო მოედნის, სავაჭრო ცენტრისა და 100-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობაც. პროექტის ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენდა.
ნანახია: 1067 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2019
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!