ბაქოს "ინტერმა", რომელსაც ერთი წელია რაც ქართველი კახა ცხადაძე
თავკაცობს, გუშინ აზერბაიჯანის ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად გაიფორმა.
მათი უშუალო კონკურენტი "ლენკორანი" სახლში "ბაკისთან" დამარცხდა და
წაგებით "ინტერი" გააჩემპიონა.
თავის მხრივ, დედაქალაქელებს, საკუთარ არენაზე უმოტივაციო "გაბალას"
დამარცხება არ გასჭირვებიათ. მათ ცხრილის ერთ-ერთი აუდსაიდერი გუნდი 4:1
დაამარცხეს. ცხადაძემ ოთხივე ქართველი - ლომაია, ოდიკაძე, ნავალოვსკი
დამჟავანაძე ძირითად შემადგენლობაში დააყენა. მეორე გოლი ოდიკაძის
წყალობით გავიდა, თუმცა, რატომღაც მის თანაგუნდელს მიაწერეს ეს გოლი.
დავით ოდიკაძე:
"კარგია, რომ პირველივე წელს გავჩემპიონდით. მთელი წელი პირველ
ადგილზე ვიყავით და ბოლო სამი ტური დავკარგეთ ლიდერობა. სამართლიანად
მოხდა ყველაფერი. უმოტივაციო იყო ჩვენი მეტოქე და არ გაგვჭირვებია მათი
დიდი ანგარიშით დამარცხება. მწვრთნელი გვენდო და ოთხივე ქართველი ძირითად
შემადგენლობაში დაგვაყენა".
ოდიკაძე თასის გათამაშებასაც შეეხო, გასვლაზე "ინტერმა" "ბაკის" 1:0
სძლია, სახლში კი, ყველასთვის მოულოდნელად 1:3 დამარცხდა.
"ვერავინ წარმოიდგენდა ასე რომ მოხდებოდა, ნახევარფინალიდან
გამოვეთიშეთ. თასის მოგებაც ძალიან გვინდოდა, გასვლაზე მოვიგეთ და სახლში
დავმარცხდით, მაგრამ, რაც მთავარია, ჩემპიონები გავხდით".
როგორც მოგეხსენებათ, აზერბაიჯანელების კარს ქართველი კიპერი - გიორგი
ლომაია იცავს. Goli.Ge -სთან საუბარში ლომაიამ დაადასტურა, რომ მომდევნო
ერთი წელი კვლავ დაიცავს "ინტერის" ღირსებას, სავარაუდოდ, სხვა
ქართველებთან ერთად.
"ჩემპიონები გავხდით, დავიმსახურეთ და იმიტომ. ახლა უკვე
ევროპის ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპისთვის დავიწყებთ მზადებას".
ქართველები მაისის ბოლოს ჩამოვლენ საქართველოში.
goli.ge
|