6 აგვისტოს ზესტაფონში, ეროვნული ჩემპიონატი გაიხსნება. ერთმანეთს ორი
იმერული გუნდი ''ტორპედო'' და ''ზესტაფონი'' დაუპირისპირდებიან. არ
შევცდები თუ ვიტყვი, რომ სტადიონზე ცარიელი ადგილი არ იქნება .
''უმაღლესს'' დანატრებული ქუთათურები პირველ მატჩს არცერთ შემთხვევაში არ
დააკლდებიან. ზესტაფონის სტადიონი კი, გულშემატკივრის ნაკლებობას ისედაც
არასოდეს უჩივის. შეიძლება ვინმემ თქვას, აგვისტოს ბუღში ვის ეცლება
ფეხბურთვისო, მაგრამ ''ტორპედოს'' ფან-კლუბს ხომ ''ჯუნგლები'' ჰქვია, ხოდა
''ჯუნგლებს'' სიცხე ვერ შეაშინებთ. ვიდრე ეროვნული ჩემპიონატი
დაიწყება, ''ტორპედო'' ყველაფერს აკეთებს, რომ ელიტაში ღირსეულად დაბრუნდეს. ნესტორ მუმლაძის შეგირდებმა უკვე მოასწრეს რამდენიმე ამხანაგური
მატჩის გამართვა. 26 ივნისს ''ტორპედომ'' '''სამტრედია'' მიიღო და
ბიბილაშვილის გოლით იმარჯვა. 1ივლისს ''გივი კილაძეზე'' ქუთათურებმა
''მერანი'' დაიბრიყვეს და ვაშაკიძის, საბანიძეს და ბიბილაშვილის გოლებით
3-0 იმარჯვეს. 6 ივლისს ქუთაისს მოქმედი ჩემპიონი ''ოლიმპი'' ეწვია.
მატჩი ფრედ 0-0 დასრულდა. 9 ივლისს ''ტორპედოს'' სპარინგ პარტნიორობა
ფოთის ''კოლხეთმა'' იკისრა. ქუთაისლებს არც ზღვისპირელების დამარცხება
გაჭირვებიათ: 2-1. გოლები ხაჭიპერაძემ და საბანაძემ შეაგდეს. ერთადერთი
გოლი ფოთელების მხრიდან ციცხვაიამ გაიტანა.
და ბოლოს, 12 ივლისს იმერლებმა ''გაგრა'' მიიღეს და 3-0
დაამარცხეს. ამჯერად გოლები მაჭავარიანმა(2) და ცნობილაძემ გაიტანეს. აქვე ერთი სასიამოვნო ინფორმაციაც: ''ტორპედოში'' ჩაირიცხა 20 წლის
ვახტანგ ფანცხავა, რომელიც აქამდე ''გიორ ეტოში'' გამოდიოდა. ფანცხავა
საქართველოს 21 წლამდე ნაკრების წევრიცაა. ''ტორპედოს'' ერთგულ
ფანებზე ზემოდ უკვე გითხარით. ''ჯუნგლები ''(როგორც მათ ქუთაისში
იცნობენ), მთელი ჩემპიონატის მანძილზე ერთგულ და გულმხურვალე ქომაგობას
გვპირდებიან. ალბათ გსმენიათ ევროპულ ულტრასულ დაჯგუფებებზე. მე თუ
მკითხავთ ''ჯუნგლები'' არაფრით ჩამორჩებიან არცერთ ევროპულ ამდაგვარ
დაჯგუფებას. ისინი არც ვინმეს შეუკრებია, არც სპონსორობას დაჰპირებია
ვინმე, უბრალოდ ქუთაისური და ქართული ფეხბურთის სიყვარულმა გააერთიანა.
მსგავსს ქომაგობას კი, კიდევ ვიმეორებ საქართველოში კი არა, ბევრ ევროპულ
ქვეყანაში ვერ ნახავთ. დასასრულს ცოტა გაგამხიარულებთ, ''ჯუნგლების''
ყველაზე კოლორიტულ წევრებს თავიანთი მეტსახლებიც აქვთ ასე მაგალითად. ფან
კლუბის ხელმძღვანელს ''სოკრატე'' ქვია შემდეგ მოდიან: დედალი ვირი პივა ბაბუ ბაბუცა პელე პელევიჩი ციცხა მორფია ლამარა ლამარიჩი მამალი
ვირი ღირღიტო აკო პაკო ... მოკლედ, გახსოვდეთ, თუ ქუთაისში
მოხვდებით და სხვა რომელიმე გუნდის ქომაგობას აპირებთ, სამხრეთ ტრიბუნას ნუ
გაეკარებით, იქ ''ჯუნგლები'' ბინადრობენ. "ტორპედოს" ფანი
ეს აბრა ნამდვილი არ გეგონოთ... კომპიუტერული პროგრამების დამსახურებაა...
|