რუსეთის პრემიერ-ლიგის მე-8
ტურში ჯანო ანანიძის ”სპარტაკი” პერმის ”ამკარს” ესტუმრა და 2:0
დაამარცხა. ბრაზილიელი ალექსის არყოფნის გამო, მატჩის ”დირიჟორობა”
ქართველმა ტალანტმა იტვირთა და ეს დავალება ხუთიანზე შეასრულა.
ჯანო მოედანზე გამორჩეული იყო და უზუსტესს პასებს არიგებდა. 50-ე წუთზე
მისი გადაცემის შემდეგ ველიტონი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში
ორამდე გაზარდა. ანანიძემ ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა - 6.5.
ქართველი ფეხბურთელი 83-ე წუთზე შეცვალეს. ამ დროის განმავლობაში მან 12.69
კმ ირბინა!
”სპარტაკი” 13 ქულით მეხუთეა.
გიორგი ლუკიანცევი
championat.ge