ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 19.04.2024, 22:46


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 3 » ინტერვიუ "ფაეტანოს" პრეზიდენტთან
20:44
ინტერვიუ "ფაეტანოს" პრეზიდენტთან

http://2.bp.blogspot.com/_M2zOGt3KzCY/St7vdqB37VI/AAAAAAAABl8/V93pyiXlXJo/s400/SC_Faetano_logo.png

  სან მარინოს "ფაეტანოს" მთავარი მწვრთნელი სერენო ურალდი ძალიან გულთბილი ადამიანი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონთან" უშანსოდ დამარცხდა, სინიორ ურალდი თამაშის დასრულების შემდეგ მაინც სიამოვნებით დაგვთანხმდა ინტერვიუზე ...


- გვინდოდა, რაც შეიძლება ნაკლები სხვაობით დავმარცხებულიყავით, მაგრამ ამის საშუალება მეტოქემ არ მოგვცა. "ზესტაფონმა" ძლიერად ითამაშა და ეს გამარჯვება დაიმსახურა.

- მატჩმა როგორი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე?
- მეტოქე პირველიდან ბოლო წუთამდე გვჯობდა. ამის უარყოფას აზრი ნამდვილად არ აქვს. ნებისმიერი ჩვენი შეტევა მოედნის ცენტრთან ჩერდებოდა. ეს "ზესტაფონის" კარგ ფიზიკურ მომზადებაზე მეტყველებს. ეს გუნდი ტექნიკურია და ბურთს ძალიან კარგად აკონტროლებს.

- ანგარიში ასახავს ძალთა თანაფარდობას?

- ვფიქრობ, 5-0 ის ანგარიშია, რომელიც განმეორებითი მატჩის წინ ქართველებს მშვიდად ყოფნის საშუალებას აძლევს, თუმცა მესმის თქვენი კითხვის არსიც - მასპინძლებმა დღეს იმდენი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს, რომ ანგარიშში სხვაობა გაცილებით დიდიც კი შეიძლებოდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ "ზესტაფონი" სერიოზული გუნდია.

- როგორ გგონიათ, რა შანსი აქვს "ზესტაფონს" სლოვაკურ "დუკლასთან"?
- ჩემთვის ძალიან ძნელია ამ ორმატჩიანი დუელის საბოლოო შედეგის წინასწარმეტყველება, მაგრამ მცირე უპირატესობას მაინც "ზესტაფონს" მივანიჭებდი. ვფიქრობ, ამ წყვილში ტექნიკაში უპირატესობა თქვენსკენ იქნება.

- "ფაეტანოს" რა მიზნები ექნება წელს?

- სან მარინოს ჩემპიონობის მოპოვება გვსურს. ეს სავსებით რეალურია. წინა სეზონში ჩვენ "ტრე ფიორისთან" დავმარცხდით. იმედია, ამჯერად ასე აღარ მოხდება და გამარჯვება "ფაეტანოს" დარჩება.

- საქართველო როგორ მოგეწონათ?

- სამი დაუვიწყარი დღე გავატარეთ ამ ქვეყანაში. სიმართლე გითხრათ, აქამდე ბევრი არაფერი ვიცოდით თქვენი ქვეყნის შესახებ. ახლა კი ამ შთაბეჭდილების დავიწყება ძალიან რთული იქნება. ბათუმში კარგი იყო, ზესტაფონში ნანახმა საფეხბურთო ატმოსფერომ და შესანიშნავმა დახვედრამ გული გამითბო, რაც აღვნიშნე კიდეც პრეს-კონფერენციაზე ...


 
 გაზეთი "ოლიმპი"
ნანახია: 837 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!