ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ივლისი » 20 » ინტერვიუ: გიორგი ლომაია: "როგორც ტურისტები ისე არ ვაპირებთ წასვლას პოლონეთში"
02:46 ინტერვიუ: გიორგი ლომაია: "როგორც ტურისტები ისე არ ვაპირებთ წასვლას პოლონეთში" |
აზერბაიჯანის ჩემპიონის
ბაქოს ,,ინტერის'' ქართველმა მეკარემ აზერბაიჯანულ სააგენტო
azerisport.com-თან ინტერვიუში ისაუბრა ჩემპიონთა ლიგის მეორე
საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაზე პოლონურ ,,ლეხთან'' (0:1) და
მათთან მოახლოებულ განმეორებით შეხვედრაზე.
-რა არ ეყო
კლუბს პირველ შეხვედრაში? -შეტევების დასრულება არ
გამოგვდიოდა. როგორ უნდა გავიტანოთ, როცა მომენტების რეალიზებას ვერ
ვაკეთებთ? ჩვენთვის კი აუცილებელი იყო გატანა, რომელიც ვერ შევძელით.
-შესაძლოა
მეტოქემ ასეთი შესაძლებლობა არ მოგცათ? -მომენტები გვქონდა.
არაფერი განსაკუთრებული მეტოქეს არ შემოუთავაზებია. საშუალო ევროპული
კლუბია ნორმალური მოთამაშეებით. ყავთ ფეხბურთელები მაღალი დონის -
როგორიცაა ვიხნიარეკი, რომელმაც გაგვიტანა კიდეც. მას აქვს ბუნდესლიგაში
გამოსვლის გამოცდილება. მაგრამ ჩვენც არ გვყავს ურიგო კლუბი.
-მაგრამ
ჩვენ ხომ რეალურად საშუალო ევროპულ დონეზე ქვემოთ ვართ? -ჩვენი
დონე არც ისე ცუდია. ჩვენ უნდა დავეწიოთ ,,ლეხს'' და თუ ჩვენ ამას
გავაკეთებთ, თქვენც სხვა აზრი გექნებათ.
-როგორ ახსნით
იმას, რომ კლუბმა გაუშვა ბურთი მეორე ტაიმის მეორე წუთზე? ვერ მოახერხეთ
შესვენების შემდეგ უფრო მოტივაციით გამოსვლა? -დავკარგეთ
კონცენტრაცია. იყო დაცვის შეცდომა. მეც შემეძლო გადამერჩინა კლუბი, მაგრამ
მეტოქის ფეხბურთელმა დამასწრო. შემდეგ გავაგრძელეთ თამაში უკეთ, მაგრამ
მეტოქეს უფრო მეტად გაუმართლა ვიდრე ჩვენ
-ეს ევროსეზონი
,,ინტერისათვის'' დასრულებულია, თუ რამე იმედი კიდევ გაქვთ? -იმ
შემთხვევაშიც კი თუ ჩვენ შინ ვითამაშებდით ფრედ, მაშინ ჩვენთვის გასვლაზე
გოლის გატანა მაინც იქნებოდა საჭირო. ასე, რომ ჩვენი მიზანი დარჩა უცვლელი,
გავუტანოთ ,,ლეხს'' როცა მოგვეცემა შანსი.
-გეყოფათ
ძალები? -უნდა გვეყოს. ჩვენ ხომ შინ უიმედოდ არ წაგვიგია, რომ
ვისაუბროთ მეტოქის უდიდეს უპირატესობაზე. ვითამაშეთ ძალიან ღირსეულად და
ეხლა შეგვიძლია დავგეგმოთ მეტი.
-იმ თამაშით რაც თქვენ
აჩვენეთ ბაქოში, ამით შეგიძლიათ დაგეგმოთ მოგება პოზნანში? -რა
თქმა უნდა, თამაშამდე იქნება კორექტივები შეტანილი და ჩვენ ვეცდებით
ვითამაშოთ უკეთ. იყავით დარწმუნებულები, რომ როგორც ტურისტები ისე არ
ვაპირებთ პოლონეთში ჩასვლას. თუ მათ ჩვენ გაგვიტანეს აქ, მაშინ ჩვენ იქ
უნდა დავამწუხროთ ისინი.
championat.ge
|
ნანახია: 902 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|