ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 18.04.2024, 18:22


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივლისი » 6 » ინტერვიუ ბუბა ტყავაძესთან
19:35
ინტერვიუ ბუბა ტყავაძესთან
http://www.goli.ge/thumbs/36_809_511366.jpg
უკანასკნელ პერიოდში სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების მიერ ჩვენი კლუბის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ შესაძლოა სათავე დაუდოს ან უკვე დაუდო სხვადასხვა სახის სპეკულაციებს დინამოს მომავალთან დაკავშირებით. ჩვენი დიდი სურვილის მიუხედავად პრაქტიკულად შეუძლებელია ყველას ცნობისმოყვარეობა და ინტერესი დავაკმაყოფილოთ. გამომდინარე აქედან ჩვენმა საიტმა გადაწყვიტა ამ პერიოდისთვის ჩვენი აზრით ყველაზე აქტუალური კითხვებით კლუბის მმართველი დირექტორისთვის ბატონ ბუბა ტყავაძისთვის მიემართა.

დინამო ახალი სეზონისთვის ემზადება, პარალელურად ტალინის ფლორასთან უეფას ევროპის ლიგის პირველი მატჩიც ჩატარებულია. როგორ შეაფასებდით დინამოს თამაშს პირველ შეხვედრაში?
- რეალურად, ვადებიდან გამომდინარე ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ახალი სეზონისთვის მზადების პერიოდს ემთხვევა. პირველ წრეს გარკვეულწილად ახალი სეზონისთვის მზადების ეტაპადაც განვიხილავდით. მაგრამ საკმაოდ რთული მეტოქე შეგვხვდა. ესტონეთის ჩემპიონატის პოტენციური ლიდერი. ჩემპიონატის, რომელმაც ეკვატორი გადალახა და შესაბამისად მეტოქეც ჩვენს გუნდთან შედარებით უკეთეს ფორმაშია. ცხადია არც შედეგი და არც თამაშის ხარისხი ვერ იქნება ჩვენთვის მისაღები. თუმცა ჩემპიონატის დაწყებამდე ჯერ კიდევ არის დრო, რომელსაც მაქსიმალურად გამოვიყენებთ გუნდის საბოლოო სახის ჩამოყალიბებისთვის.

გასული სეზონის დასრულების შემდეგ გუნდი ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა. რამდენად მოხერხდება მათი სრულფასოვანი შეცვლა?
- რასაკვირველია დანაკლისი ძალიან დიდია, მაგრამ რეალურად ეს გურამ კაშიას ეხება, რომლის სათამაშო კლასში ალბათ ეჭვი არავის ეპარება. რაც შეეხება შოთა კაშიას, იგი აღარ პროგრესირებდა და მასთან კონტრაქტის გაგრძელების სურვილი არც გვქონია. დაახლოვებით იგივე შეიძლება ითქვას აკირემზეც, რომელმაც გაუთავებელი ტრავმების გამო სეზონში სულ რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა. კრსტესკი კი თავიდან საჭირო იყო, მაგრამ დღეს ჩვენ ვთვლით, რომ ჯობია კაკუბავას და ჩადუნელს გავუხსნათ გზა. მათი პერსპექტივა კლუბისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ჩიკვილაძეს, ჩვენ მისი დარჩენა გვსურდა, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ხმალაძე დაგვიბრუნდა, ვთვლი, რომ ამ პოზიციაზე უფრო გავძლიერდით, ვიდრე დავსუსტდით.

მართალია გუნდში ხმალაძე დაბრუნდა და მეტრეველი ჩაირიცხა. მაგრამ მაინც, შედარებით პასიურმა სატრანსფერო პოლიტიკამ, გამოიწვია საუბრები კლუბის არასტაბილურ ფინანსურ მდგომარეობაზე.
- ცხადია ვგეგმავდით ახალი ფეხბურთელების დამატებას. ამ პერიოდში ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო განხორციელებული ტრანსფერებით შემოსული თანხებით სარგებლობა. ფეხბურთში ხშირია მსგავსი შემთხვევები რაც დღეს დინამოშია. ანუ გასული სეზონის ბოლოს მისაღები სატრანსფერო თანხების მიღება ფერხდება და ამის გამო გარკვეული დავალიანებაც დაგვიგროვდა. კუთვნილი თანხების მიღება დროში გაიწელა, მაგრამ ჩვენ ფიფას შესაბამისი სტრუქტურები საქმის კურსში ჩავაყენეთ და იმედია პრობლემა დროულად მოგვარდება და დინამოც სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მოახერხებს ახალი ფეხბურთელებით გაძლიერებას.

საინტერესოა დინამოელი ნიკა ფირცხალავას შესახებაც გვითხრათ, რომელიც აღარ გამოჩენილა ბოლო ვარჯიშებზე?
- სამწუხაროდ ფლორასთან განმეორებით შეხვედრაში ფირცხალავა დაგვაკლდება, რომელზედაც გუნდი დიდ იმედებს ამყარებდა და დღესაც ამყარებს. მაგრამ სამწუხაროდ გაუთავებელმა ტრავმებმა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც იმოქმედა. ფეხბურთელმა გარკვეული დრო ითხოვა დასვენებისთვის. საბოლოო გადაწყვეტილებას ესტონეთიდან დაბრუნების შემდეგ ერთობლივად მივიღებთ.

გურამ კაშიას თემასაც შევეხოთ, არის საუბრები, რომ დინამო მის ტრანსფერს აფერხებს?
- აქ ელემენტარულ უვიცობასთან გვაქვს საქმე. ვინაიდან გურამი დინამოს აღზრდილია, კლუბს საკომპენსაციო თანხა ეკუთვნის. კაშია აბსოლუტურად თავისუფალია თავის არჩევანში. მას შუძლია ნებისმიერ გუნდს დაუკავშიროს ბედი. დინამო და ფეხბურთელის მომავალი გუნდი არაფერზე არ თანხმდებიან. უბრალოდ მისმა მომავალმა კლუბმა ის თანხა უნდა გადაიხადოს, რომელსაც ფიფა მოთამაშის აღმზრდელ გუნდში გატარებული წლების მიხედვით არეგულირებს.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია ჭორი დინამოს მომავალ მეპატრონესთან დაკავშირებით, ასახელებენ აბრამოვიჩის გვარს. ამ თემაზე რას გვეტყოდით?
- ბუნებრივია ეს ჭორი მეც მსმენია, აქ კიდევ უფრო მარტივადაა საქმე. ამ ნიუსის გამავრცელებელმა წყარომ შეცდომით 2008 წლის ინფორმაცია გამოიყენა და თუ არ ვცდები შემდეგ მათ თავადვე აღიარეს თავიანთი შეცდომა. ამიტომ ჩემთვის ცოტა გაუგებარია ამ თემის ირგვლივ მასმედიაში ატეხილი აჟიოტაჟი. ერთი შემიძლია ვთქვა, შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი კეთდება და მომავალშიც გაკეთდება დინამოს პრესტიჟის ღირსეულად დაცვისთვის.


http://www.fcdinamo.ge/
ნანახია: 913 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!