საფეხბურთო კლუბ
”ზესტაფონის” პირველი გუნდი, რომელიც ლვოვის ”კარპატთან” ევროპის ლიგის
მიმდინარე გათამაშების მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას 29
ივლისს სტუმრად გამართავს. ქართული დელეგაცია უკრაინაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისი-ლვოვის მარშრუტით დღეს დილის 11:00 საათზე გაემგზავრა.
მარგველები ქალაქ ლვოვის სასტუმრო ”სვიატოსლავში” დაბინავდნენ. გია გეგუჩაძეს უეფას რიგით მეორე ტურნირის მესამე რაუნდის პირველი შეხვედრისათვის შემდეგი 20 ფეხბურთელი ჰყავს მობილიზებული:
მეკარეები: როინ კვასხვაძე, ზურაბ მამალაძე;
მცველები: გიორგი ხიდეშელი, კარენ მაკარიანი, გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა, მამუკა კობახიძე;
ნახევარმცველები: თორნიკე აფციაური, თორნიკე გორგიაშვილი, ირაკლი ძარია, შოთა
გრიგალაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, მურთაზ დაუშვილი, გიორგი მიქაბერიძე,
კახაბერ ალადაშვილი;
თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი, ჯაბა დვალი, გოგი ფიფია, საბა ლომია.
|