საქართველოს ეროვნული
ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ 4 ტურია დარჩენილი... თუმცა აქ ყველაფერი
უკვე გარკვეულია
ჩემპიონი - ჩემპიონი რუსთავის ”ოლიმპი” გახდება . . .
ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე რუსთაველები 11 ქულას იგებენ და ამ
ფორის განიავება პრაქტიკულად შეუძლებელია (მიუხედავად იმისა, რომ ბოლო
ოთხი შეხვედრა სატურნირო ცხრილში 2-5 ადგილზე მყოფ გუნდებთან აქვს) . მათ
შემდეგ ტურშივე შეუძლიათ გაიფორმონ ოქროს მედლები თუ კი თბილისის ”დინამოს”
დამარცხებას შესძლებენ...
ვერცხლის მედლები - ვერცხლის მედლებს თბილისის
”დინამო” დაისაკუთრებს. 4 ტურით ადრე მხოლოდ 3 ქულას უგებს მასზე ერთი
საფეხურით უკან მდგომ ”ზესტაფონს”, მაგრამ დარჩენილი შეხვედრებიდან,ამ ორი
გუნდის სათამაშო ფორმიდან და პროფლიგის რეგლამენტიდან გამომდინარე ძნელად
წარმოსადგენია სატურნირო ცხრილში ცვლილება...
დინამოს ჩემპიონობაც შეუძლია...დარჩენილი ოთხივე შეხვედრა უნდა
მოიგოს....ოლიმპმა კი მხოლოდ 1 ქულა უნდა აიღოს
ბრინჯაოს მედლები - ”ზესტაფონი” თავისი ხანმოკლე
ისტორიის განმავლობაში მეორედ დაეუფლება ბრინჯაოს მედლებს... სეზონის
დასაწყისში ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდი მხოლოდ მესამე ადგილს უნდა
დასჯერდეს. მეორე ადგილზე მათი გადასვლა ფაქტიურად გამორიცხულია...არც
მესამე ადგილის დაკარგვის საშიშროება აქვს გუნდს...მათზე უარეს დღეში მყოფი
”ვიტ ჯორჯია” 4 ტურში 7 ქულას უბრალოდ ვერ ”ამოქაჩავს”
4-5 ადგილები - ”ვიტ ჯორჯია” მეოთხეს, ხოლო ცხინვალის
”სპარტაკი” მეხუთე ადგილს დასჯერდება.... მოქმედი ჩემპიონისთვის ძალიან
დიდი რეგრესი, ხოლო სპარტაკმა სერიოზული ”პროგრესი” განიცადა... გასულ
სეზონში გუნდი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა...
ორივე გუნდი ჩემპიონატში უმოტივაციოთ არის დარჩენილი
6-7-8 ადგილები - ბოლნის ”სიონი, ”სამტედია” და
ზუგდიდის ”ბაია” გაინაწილებენ ამ სამ არაფრის მომცემ ადგილს სატურნირო
ცხრილში.
გასავარდნი ზონა - გაგრა უკვე გავარდნილია, მათ
თეორიული შანსიც კი არ აქვთ სპორტული პრინციპებით შეინარჩუნონ ადგილი
უმაღლეს ლიგაში... გუნდს ვერც უცხოელმა მწვრთნელმა და ლეგიონერებმა
უშველეს..
გუნდს რომელსაც თითქმის 6 თვე გამარჯვება არ უგემია... არც იმსახურებს
უმაღლესში ადგილს
თბილისის ”ლოკომოტივმა” ფაქტიურად სასწაული შესძლო და უიმედო
აუტსაიდერმა ჩემპიონატის ბოლომდე მიიყვანა გადარჩენა-არ გადარჩენის საქმე..
თუმცა მაინც წარმოუდგენელია 4 ტურში ზუგდიდელებთან 5 ქულის
”ამოქაჩვა”..მით უფრო რომ თბილისელებს ”დინამოსთან” და ”ვიტ ჯორჯიასთან”
აქვს შეხვედრები დარჩენილი...
გარკვეულია გათამაშების ბომბარდირიც...რუსთავის
”ოლიმპის” ბრაზილიელი ანდერსონ აკინო , რომელსაც 26 გოლი აქვს გატანილი და
11 გატანილი გოლით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ”ზესტაფონელ” გელაშვილს
პ.ს ”საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ 4 ტურია
დარჩენილი... თუმცა აქ ყველაფერი უკვე გარკვეულია” - სამწუხაროდ, ალბათ
ბევრისთვის რამოდენიმე ადგილი სატურნირო ცხრილში უფრო ადრე იყო
”გარკვეული”, შეიძლება სეზონის დასაწყისშივე....