საფეხბურთო ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS), 30 აპრილის მონაცმებით გამოაქვეყნა საუკეთესო კლუბების რეტინგი.
აღნიშნულ სტატისტიკაში 350 გუნდს შორის, საქართველოს უწინდებურად წარმოადგენს ოთხი ქართული კლუბი: თბილისის "ვიტ ჯორჯია", ზესტაფონის "ზესტაფონი", რუსთავის "ოლიმპი" და თბილისის "დინამო".
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის, "ვიტ ჯორჯიას" გარდა სხვა დანარჩენმა სამმა კლუბმა რეიტინგში წინ წაიწია. ვეტერინარები 301-ე ადგილიდან 314-მდე ჩამოქვეითდნენ, გააჩნიათ რა აქტივში 71.0 ქულა.
სარეიტინგო მდგომარეობა გაიუმჯობესა "ზესტაფონმა" (245-ადგილი) და ის ახლა 228-ე ადგილზე იმყოფება. აგრეთვე შესამჩნევად დიდი ნახტომი გააკეთა "ოლიმპმაც" და ის 176-ე ადგილს იყოფს იაპონურ "კავასაკი ფრონტეილთან".
უწინდებურად, ქართულ კლუბებთაგან საუკეთესო სარეიტინგო შედეგი თბილისის "დინამოს" გააჩნია - დედაქალაქელები 159-ე ადგილზე იმყოფებიან.
ქართული კლუბები, რეიტინგში წინ არიან ისეთ სოლიდურ კლუბებზე, როგორებიც არიან: "ალკმაარი", დორტმუნდის "ბორუსია", სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი" და სხვა.
რატი ახალაია goli.ge
|